reportiori.ge - ქრისტეს სახლი ნაზარეთში ნაპოვნია? (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:29
სხვადასხვა
ქრისტეს სახლი ნაზარეთში ნაპოვნია? (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
05 მარტი, 2015. 14:15



არქეოლოგები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ნაზარეთში აღმოაჩინეს სახლი, სადაც მაცხოვარი გაიზარდა.

 

ბრიტანელი არქეოლოგი, პროფესორი კენ დარკი რედინგის უნივერსიტეტიდან, კოლეგებთან ერთად 9 წელი იკვლევდა ნაზარეთში აღმოჩენილ სახლის ნარჩენებს და ახლა ამტკიცებს,რომ აღმოჩენილი ნანგრევები ზუსტად იმ სახლისაა, სადაც ქრისტე ცხოვრობდა.

 

 

მეცნიერთა გათვლებით ნაგებობა I საუკუნისაა – იმ დროს ნაზარეთში 50-მდე სახლი იდგა. საცხოვრებელი გამოთლილია კირქვიან ბორცვში და რამდენიმე ოთახისგან შედგება. შემორჩენილია ერთი კარი. სახლის ორივე მხარეს თითო სამარხია, არქეოლოგებმა კირქვის საოჯახო ნივთებიც აღმოაჩინეს.





დარკის აზრით: იმის ალბათობა, რომ სახლი ქალწულ მარიამს და დურგალ იოსებს ეკუთვნოდა, ძალიან მაღალია. ჯერ ერთი – ბიბლიური თქმულების თანახმად, სახლი იმ ადგილთან ახლოს მდებარეობს, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარიამს ღვთის შვილის მოვლენა განუცხადა, ახლა იქ ხარების წმინდა ტაძარია აღმართული, მეორე – სახლი ზუსტად ემთხვევა მე-7 საუკუნეში ბიზანტიელების მიერ აღწერილს, და ბოლოს სახლისა და სამარხების თავზე ეკლესიაა აშენებული, ალბათ, ამის მიზეზიც ჰქონდათ და ეს ადგილი წმინდად ითვლებოდა. ეკლესიის ნანგრევებც აღმოჩენილია.





შუა საუკუნეების დოკუმენტში ნაზარეთის ნაგებობების გეგმაა წარმოდგენილი, სადაც მითითებულია „ქრისტეს სახლი“, საცხოვრებელი ზუსტად იქაა, სადაც იპოვეს. პირველი გათხრები აქ 1880 წელს დაიწყეს, შემდეგ 1936 წელს მიუბრუნდნენ, მაგრამ ნამდვილი კვლევები 2006 წლიდან დაიწყო და აი 2015 წელმა, სავარაუდოდ, სენსაციური აღმოჩენა მოგვიტანა.





სხვათაშორის, „ქრისტეს სახელზე“ პრეტენზიას კიდევ ერთი შენობა აცხადებს. 2009 წელს ისრაელმა არქეოლოგმა ალექსანდრ იარდენიმ იქვე ახლოს აღმოაჩინა სახლი ორი ოთახით, წვიმის წყლის შესაგროვებელი ცისტერნით და დიდი საკუჭნაოთი, ეს ნაგებობაც I საუკუნით თარიღდება. პირდაპირი მტკიცებულება, რომელია ნამდვილად მაცხოვრის საცხოვრისი არ არსებობს, მაგრამ ირიბი მტკიცებულებები უფრო დარკის აღმოჩენის სასარგებლოდ მეტყველებს.

 

 




(სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016