ბათუმის ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის საკონკურსო-საპროექტო წინადადებების წარდგენა დღეს დასრულდა. სტადიონის მშენებლობაზე სურვილს 12 კომპანია აცხადებს. წარმოდგენილ კომპანიებს შორის 6 ქართული, ხოლო დანარჩენი უცხოური კომპანიებია. მათ შორის ესპანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, იტალია.
პროექტები გამოიფინება საჯარო განხილვისათვის, რის შემდეგაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია პროექტის შეფასებაზე იმსჯელებს.
სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 000 ლარია. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)