reportiori.ge - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:39
რეგიონები
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა
ავტორი:
05 მარტი, 2015. 18:00



აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" 700მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს. კახა კალაძე იქ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

 

 

ჩვენ შევიკრიბეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ექსპანსია/გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით.

 

 

ეს პროექტი ხელს უწყობს უსაფრთხო ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ მთელ დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით. ახალი მილსადენი აგრეთვე გაზრდის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობას. პროექტის დაფინანსება საკმაოდ მოცულობითია და ის თანხობრივად 62 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველო გადის განვითარების ურთულეს ფაზებს, ეკონომიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა თუ ჯანდაცვა ითხოვს განახლებას, თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტირებას და ქვეყანაში სტაბილური ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას.

 

 

აშშ-ის მთავრობის ინიციატივით, "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ" (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის .. "ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზნა ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.

 

 

"ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი" 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ 150კმ-მდე სიგრძის 700მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა განხორციელდა. კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები.

 

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას.

 

 

 

აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016