შსს ლევან კორკოტაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამოეხმაურა. შსს აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა.
„მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქე ლევან კორკოტაშვილი, რომელიც წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი, დაკავებულია ნარკოდანაშაულისათვის. დაკავების დროს მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება იმ მიზეზით, რომ მან ყბის ტრავმა მიიღო. მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქე კორკოტაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა დაადგინეს (რაც დოკუმენტურად დაფიქსირებულია კლინიკის მიერ გაცემულ „ფორმა N100"-ში), რომ კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს." - ნათქვამია შსს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, ლევან კორკოტაშვილი, დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.