შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
"ფაქტია, რომ ძალიან ხშირად ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდობაში შეყვანა და სწორედ, მსგავსი დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებები ულახავს იმიჯს არა პოლიციას, არამედ თავად ამ ორგანიზაციას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ანალოგიური სახის გადაუმოწმებელ განცხადებებს აკეთებენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა და ეს პიროვნება არის ექვსჯერ ნასამართლევი. 30 სექტემბერს ამ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია და როგორც გავერკვიე, მას შეეძლო ხელოვნურად სახის ნაწილის ამოვარდნა. ეს ინფორმაცია ჩვენ ექიმებისგან მოვისმინეთ. შესაბამისად, არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან. მე მინდა, ყველას ვთხოვო, მანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიციის შესახებ, ჩვენ გვყავს პრეს-სამსახური, რომელიც ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.