მკვლევართა ჯგუფი ორ წელზე მეტ ხანს იკვლევდა და აანალიზებდა ინფორმაციას 1937-38 წლების „დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ.
„სტალინური სიები საქართველოდან" გამოიცა კომპაქტური დისკის ფორმატით და წარმოადგენს საქართველოში პირველ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას საძიებო სისტემით, რომელიც 3 600-ზე მეტი ადამიანის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემს შეიცავს. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია თავიანთი წინაპრების შესახებ, რომლებიც 1937-38 წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
პროექტი "სტალინური სიები საქართველოდან" 2011-13 წლებში განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობის შედეგად და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მკვლევართა ჯგუფი ორ წელზე მეტ ხანს იკვლევდა და აანალიზებდა ინფორმაციას 1937-38 წლების "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ.
სრულად სტალინური სიები შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=26&t=dict&w1=%E1%83%90
(წყარო: ipress.ge)