reportiori.ge - მამუკა მამულაშვილი უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 08:15
"რეპორტიორის" თვალით...
მამუკა მამულაშვილი უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს შეხვდა
07 მარტი, 2015. 23:01




უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილვერის პარკში  ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იმ ადამიანების გაცნობა იყო, ვისაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად წასვლა სურს.


მამულაშვილმა დაინტერესებულ პირებს განუმარტა, რომ ამ ეტაპზე საქართველოდან მებრძოლების დამატება აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა მოხალისეების სია მაინც შედგა. სიას უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე ქრისტინე სვანიძე ადგენდა. 


„შეხვედრის მიზანი იყო, ეს ადამიანები გამეფრთხილებინა, რომ საკუთარი ინიციატივით არ არის უკრაინაში ჩასვლა აუცილებელი. თუ იქნება ქართველების იქ ყოფნა საჭირო, ჩვენ თვითონ ვეტყვით,"- განაცხადა მამულაშვილმა.


უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა განმარტა, რომ მისი საქართვლოში ჩამოსვლა მხოლოდ უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებთან შეხვედრა იყო და ის 21 მარტის აქციისთვის ქვეყანაში დარჩენას არ გეგმავს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016