პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ბათუმში, სასტუმრო „შერატონის" წინ გამართულ აქციას აფასებს.
„ჩვენ ძალადობას არ ვახალისებთ . მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას აკისრია იმის ვალდებულება რომ არანაირ მოქმედებას პროვოცირება არ გაუკეთოს. საზოგადოება მათივე უსამართლო მოპყრობის შედეგად შეურაწყოფილი და გაღიზიანებულია. უმჯობესი იქნება პარტიის წევრებმა მათი წილი პასუხიმგებლობა იგრძნონ. „- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ რომ, დღეს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" რიგით მეხუთე პრაიმერი იმართება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა უმცირესობის წევრების ვიზიტი გააპროტესტეს. ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიხეილ მაჭავარიანს ქვები და კვერცხები დაუშინა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა. დაკავებულია ორი პიროვნება.