reportiori.ge - რა საფრთხეებს შეიცავს შვილების ფოტოების Facebook-ზე გამოქვეყნება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:27
სხვადასხვა
რა საფრთხეებს შეიცავს შვილების ფოტოების Facebook-ზე გამოქვეყნება?
ავტორი:
09 მარტი, 2015. 10:54


მშობლების უმრავლესობა ამაყობს საკუთარი შვილებით და აქტიურად დებენ მათ ფოტოებს Facebook-ზე, ან სხვა სოციალურ ქსელებში. აქტიურობენ, პოსტავენ, უთითებენ მათ ადგილმდებარეობას,  თუ რომელ სკოლაში სწავლობენ, სად დადიან გასართობად და სხვა პირად მონაცემებს.

 

 

რა საფრთხეებს შეიცავს  შვილების ფოტოების  Facebook-ზე გამოქვეყნება?

 

 

თუ ჩავატარებთ გამოკითხვას, მივიღებთ პასუხს, რომ მშობლები ამ ინფორმაციას, მხოლოდ მეგობრებს უზიარებენ. სინამდვილეში კი ისინი შესაძლოა სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ საკუთარ შვილებს.

 

 

გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება თქვენი შვილის  ფოტო აღმოჩნდეს რომელიმე პედოფილის ხელში?

 

 

მაშინ, როცა თქვენ სოციალური ქსელი ღია გაქვთ და ყველა ინფორმაციას აზიარებთ, ასეთმა ადამიანმა ადვილად შეიძლება მიაგნოს თქვენს კვალს, უფრო მეტიც, გაიგოს ისიც კი, თუ როდის არ ხართ სახლში.

 

 

ერთი მარტივი შეკითხვა თქვენ: დაკიდებდით აივანზე თქვენი პატარა ქალიშვილის სურათს საცურაო კოსტიუმში? ეს იგივეა, რაც Facebook-ზე მათი ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნება.  სოციალურ სამყაროში, თქვენ საკუთარ ციფრულ კვალს ტოვებთ. 

 

 

მაგალითისთვის ერთი ასეთი „ქეისი" მოვიყვანოთ. 2 წლის წინ თქვენ ისვენებდით ბათუმში და ეს იცის იმ უცხომ, ვისაც რეალურად ბავშვები უნდა მოვარიდოთ.  მას შეუძლია თქვენს ბავშვს მიუახლოვდეს  ქუჩაში ან სკვერში თამაშისას და უთხრას, "გამარჯობა, ჩვენ ორი წლის წინ ბათუმში გავიცანით ერთმანეთი, არ გახსოვარ? მე შენი მამიკოს მეგობარი ვარ!". სწორედ ასეთ ხერხებს მიმათავენ პედოფილები დიალოგის დასაწყებად და ბავშვთან დასაახლოებლად, დიალოგის, რომლის დასასრულიც ალბათ არავის სურს წარმოიდგინოს...

 

 

რა საფრთხეებს შეიცავს  შვილების ფოტოების  Facebook-ზე გამოქვეყნება?

 

 

გიფიქრიათ იმაზე, უნდა თუ არა თქვენს პატარას თავისი შიშველი, ან ნახევრად შიშველი ფოტო სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდეს?  რა თქმა უნდა პატარას ვერც კი ექნება ამაზე დამოუკიდებელი აზრი, მაგრამ როცა გაიზრდება, ის აუცილებლად დაფიქრდება პირად სივრცეში შემოჭრაზე..

 

 

წარმოიდგინეთ რომ უცხო ადამიანებმა იციან, თუ რა ეცვა მას, რას ჭამდა, ან არ ჭამდა, რა უყვარს, ან პირიქით. 

 

 

კვლევა, რომელიც ახლახანს NSW-ის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის ფაკულტეტმა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ მოზარდები განიცდიან იმ ფაქტს რომ მშობლები მათ ფოტოებს აქვეყნებდნენ ან ახლაც აქვეყნებენ.

 

 

ბევრი ბავშვი გამხდარა cyberbullying-ის მსხვერპლი, იმ ფოტოების გამო, რომლებიც  მშობლებმა გამოაქვეყნეს.

 

 

ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ, კვლევაში ჩართული მეცნიერები იმასაც კი არ გამორიცხავენ, რომ შეწუხებულმა  მოზარდებმა შესაძლოა საკუთარ მშობლებს უჩივლონ  მათი პირადი მონაცემების, მათივე სურვილის გარეშე გამოქვეყნების გამო.  ამ შემთხვევაში მოგიწევთ დაფიქრება იმაზე, თუ როგორ ისაუბრებთ შვილების პირადი მონაცემების დაცვაზე, თუ კი თავად არ იცავთ მათ!

 

 

რა საფრთხეებს შეიცავს  შვილების ფოტოების  Facebook-ზე გამოქვეყნება?

 

 

ცოტა ხნის წინ Facebook-მა გამოაქვეყნა თავისი პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა, რომელიც მომხმარებელს ატყობინებს, რომ მათი და მათი მეგობრების მონაცემების შეგროვებით შეძლებენ გაცილებით მარტივად დააკავშირონ  ადამიანები ერთმანეთს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ თქვენი ბავშვის სურათი, თქვენი სურვილის  მიუხედავად ციფრულ სამყაროში ინდექსდება. ალგორითმები გააანალიზებენ და შეკრებენ ადამიანებს თქვენი ბავშვის გარშემო, შეაგროვებენ  მონაცემებს, სადაც თქვენი ბავშვია ნახსენები და სამომავლოდ განსაზღვრავენ თქვენი ბავშვის ახლო წრეს.

 

 

და ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი უფრო „ჩუმი" საფრთხე, რომელმაც შეიძლება თქვენ ბავშვს ზრდასრულ ასაკში  დაღი დაასვას. მაგალითად:

 

 

უამრავი აპლიკაცია, ვებგვერდი და მობილური საშუალებები დაფუძნებულია სახის აღქმის სისტემაზე. 2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა შექმნა აპლიკაცია, რომელიც თქვენს სურათს ასკანერებს და პირდაპირ გამოაქვს მონაცემები თქვენს შესახებ.

 

 

ასე რომ, თქვენი ბავშვის სურათებისა და ინფორმაციის დაპოსტვით შეიძლება სამუდამოდ მოუსპოთ შანსი, დარჩეს ანონიმური მომავალში. 

 

 

თუ თქვენ გინდათ შექმნათ დაცული ციფრული ალბომი და დოკუმენტური მასალა თქვენი შვილის შესახებ, მისი დაბადებიდან, რომელსაც მომავალში იხილავს, შექმენით ელექტრონული ფოსტა და აგზავნეთ ფოტოები იქ, დაპოსტვის ნაცვლად. როდესაც გაიზრდება, მიეცით ამ ელექტრონული ფოსტის „იუზერი" და პაროლი.

 

 

ვიდრე ფეისბუქსე სურათს დაპოსტავდეთ ....

 

 

რა საფრთხეებს შეიცავს  შვილების ფოტოების  Facebook-ზე გამოქვეყნება?

 

 

  • იცოდეთ, რომ Facebook-ი კრძალავს პროფილის შექმნას 13 წლამდე ბავშვებისათვის. თუ თქვენი ბავშვი 13 წელზე ქვემოთაა, და თქვენ მაინც ქმნით მის პროფილს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არასწორ თარიღს უთითებთ.

  • კიდევ ერთხელ, დაუკვირდით თუ რა ინფორმაციას აზიარებთ სოციალურ ქსელში. არასოდეს დათაგოთ თქვენი ბავშვი ვიდეოზე ან ფოტოზე.

  • შეამოწმეთ დაცვის პარამეტრები და დარწმუნდით, რომ რასაც პოსტავთ ხედავენ მხოლოდ თქვენი მეგობრები და არა,  თქვენი მეგობრის მეგობრები.

  • შეამოწმეთ თქვენი მეგობრები, არ დაიმატოთ მეგობრებში ხალხი ვისაც არ იცნობთ.

  • როდესაც "ტვირთავთ" სურათს, კარგი იქნება თუ ლოკაციის პარამეტრი გამორთული გექნებათ, რადგან ვერ გაიგონ სად იმყოფებით.

  • არასოდეს გადაიღოთ და ატვირთოთ სურათი, რომელზეც ასახულია თუ რომელ სკოლაში დადის თქვენი ბავშვი, რომელ სკვერში თამაშობს, ან ცხოვრობთ თქვენ.

  • არ "ატვირთოთ" სურათები, რომლებიც თქვენს ბავშვს 10-20 წლის შემდეგ, არასასურველ სიტუაციაში ჩააგდებს (შიშველი, ან ნახევრადშიშველი, ნათლობისას გადაღებული, ან ბანაობისას, ან კიდევ ღამის ქოთანზე ჯდომისას და სხვა).

  • ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ,  რომ იმ მომენტიდან, როდესაც  სურათს დებთ,  100%-ით  ვერასდროს გააკონტროლებთ ამ ფოტოს ბედს.

Feme-ს მიზანი არ არის შეგაშინოთ ამ სტატიით, ან თავისუფლება შეგიზღუდოთ. უბრალოდ გახსენებთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მით უფრო არ უნდა სტკიოდეს მაშინ, როცა საქმე შვილებს ეხება!

 

 


(წყარო: feme.ge)

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016