reportiori.ge - ებრაელების 40 გენიალური გამონათქვამი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:31
სხვადასხვა
ებრაელების 40 გენიალური გამონათქვამი
ავტორი:
09 მარტი, 2015. 11:21

 

 


სხვადასხვა ერის კულტურის შესწავლისას მნიშვნელოვანია მათი ანდაზებისა და გამონათქვამების შესწავლაც, რადგან მათში აირეკლება ერის თავისებურებები. ებრაელი ხალხის სიბრძნესა და კარგი იუმორის გრძნობის შესახებ ალბათ გაგიგიათ - ეს ხალხი, სხვა ყველაფერთან ერთად, ამითაც ცნობილია.



1. თუ პრობლემის გადაჭრა ფულით შეიძლება, ეს არ არის პრობლემა - ეს ხარჯია.

2. ფულით ისე კარგი არ არის, როგორც მის გარეშეა ცუდი.

3. ადამი - პირველი იღბლიანია, რადგან არ ჰყავდა სიდედირ.

4. ულამაზო ქალი სარკესაც არ უყვარს.

5. ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რათა მეტი ისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.

6. ღმერთმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებისგან კი თავად გადაირჩინე თავი.

7. ადამიანი თხრის ოქროს, ოქრო კი - ადამიანს.

8. სახლის აშენება ყვირილით რომ შეიძლებოდეს, ვირი საუკეთესო მშენებელი იქნებოდა.

9. შევიდა ღვინო - გამოვიდა საიდუმლო.

10. ღმერთს არ შეუძლია, იყოს ყველგან ერთდროულად, ამიტომ მან შექმნა დედები.

11. ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ. ნუ იქნები ცხარე, თორემ გადმოგაფურთხებენ.

12. გეშინოდეს თხის წინიდან, ცხენის - უკნიდან და სულელის კი - ყველა მხრიდან.

13. სტუმარი და თევზი სამი დღის შემდეგ აქოთებას იწყებს.

14. ქალს შეიძლება ესროლო მხოლოდ ძვირფასი ქვები.

15. ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს.

16. უმჯობესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი - ებრაელის გარეშე.

17. ადამიანმა უნდა იცოცხლოს თუნდაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო.

18. ყრუმ გაიგონა, როგორ ჰყვებოდა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, რომ კოჭლი სწრაფად გარბოდა.

19. ღმერთი იცავს ღარიბებს, სულ ცოტა, ძვირადღირებული ცოდვებისგან.

20. ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა.

21. როცა ბებერი ქალიშვილი თხოვდება, ის მაშნვე იქცევა ახალგაზრდა ცოლად.

22. მშობლები ასწავლიაშვილებს ლაპარაკს, შვილები ასწავლიან მშობლებს ჩუმად ყოფნას.

23. შორიდან არც ერთი ადამიანი არ არის ცუდი.

24. შეიძლება კვერცხი ქათმებზე ოდნავ ჭკვიანია, მაგრამ მალე ლაყდება.

25. მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალები ნაკლებს რომ ლაპარაკობდნენ.

26. კარგად დუმილი უფრო რთლია, ვიდრე ცუდად საუბარი.

27. ცუდი ცოლი - წვიმაზე უარესია: წვიმას სახლში შეჰყავხარ, ცუდ ცოლს კი - გამოჰყავხარ იქდან.

28. სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ასში ბევრი ადამიანია, არამდე იმის მო, რომ ბევრი არაადამიანია.

29. ღმერთო, დამეხმარე ფეხზე დადგომაში - დაცემა თავადაც შემიძია.

30. თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ იცვლება, მოიცადე - უარესობისკენ შეიცვლება.

31. რაც არ უნდა ტკბილი იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.

32. როცა არაფერი აქვთ საქმე, ადამიანები დიად საქმეებს ჰკიდებენ ხელს.

33. ორ ბოროტებას შორის პესიმისტი ორივეს აირჩევს.

34. ყველა წუწუნებს ფულის უქონლობის გამო, ჭკუის უქონლობის გამო კი - არავინ.

35. ვისაც ბავშვები არ ჰყავს, მათ კარგად ზრდის.

36. ჯობს, სიცილისგან მოკვდე, ვიდრე შიშისგან.

37. გამოცდილება - ეს არის სიტყვა, რომელსაც არქმევენ ადამიანები თავიანთ შეცდომებს.

38. ჭაღარა - სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.

39. როცა ბერდება, ადამიანი უარესად ხედავს, მაგრამ - უფრო მეტს.

40. ქალი 30-დაბადების დღეზე 20 სანთელს ხელმომჭირნეობის გამო არ ანთებს.



წყარო - aww.ge



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016