სხვადასხვა ერის კულტურის შესწავლისას მნიშვნელოვანია მათი ანდაზებისა და გამონათქვამების შესწავლაც, რადგან მათში აირეკლება ერის თავისებურებები. ებრაელი ხალხის სიბრძნესა და კარგი იუმორის გრძნობის შესახებ ალბათ გაგიგიათ - ეს ხალხი, სხვა ყველაფერთან ერთად, ამითაც ცნობილია.
1. თუ პრობლემის გადაჭრა ფულით შეიძლება, ეს არ არის პრობლემა - ეს ხარჯია.
2. ფულით ისე კარგი არ არის, როგორც მის გარეშეა ცუდი.
3. ადამი - პირველი იღბლიანია, რადგან არ ჰყავდა სიდედირ.
4. ულამაზო ქალი სარკესაც არ უყვარს.
5. ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რათა მეტი ისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.
6. ღმერთმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებისგან კი თავად გადაირჩინე თავი.
7. ადამიანი თხრის ოქროს, ოქრო კი - ადამიანს.
8. სახლის აშენება ყვირილით რომ შეიძლებოდეს, ვირი საუკეთესო მშენებელი იქნებოდა.
9. შევიდა ღვინო - გამოვიდა საიდუმლო.
10. ღმერთს არ შეუძლია, იყოს ყველგან ერთდროულად, ამიტომ მან შექმნა დედები.
11. ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ. ნუ იქნები ცხარე, თორემ გადმოგაფურთხებენ.
12. გეშინოდეს თხის წინიდან, ცხენის - უკნიდან და სულელის კი - ყველა მხრიდან.
13. სტუმარი და თევზი სამი დღის შემდეგ აქოთებას იწყებს.
14. ქალს შეიძლება ესროლო მხოლოდ ძვირფასი ქვები.
15. ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს.
16. უმჯობესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი - ებრაელის გარეშე.
17. ადამიანმა უნდა იცოცხლოს თუნდაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო.
18. ყრუმ გაიგონა, როგორ ჰყვებოდა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, რომ კოჭლი სწრაფად გარბოდა.
19. ღმერთი იცავს ღარიბებს, სულ ცოტა, ძვირადღირებული ცოდვებისგან.
20. ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა.
21. როცა ბებერი ქალიშვილი თხოვდება, ის მაშინვე იქცევა ახალგაზრდა ცოლად.
22. მშობლები ასწავლიან შვილებს ლაპარაკს, შვილები ასწავლიან მშობლებს ჩუმად ყოფნას.
23. შორიდან არც ერთი ადამიანი არ არის ცუდი.
24. შეიძლება კვერცხი ქათმებზე ოდნავ ჭკვიანია, მაგრამ მალე ლაყდება.
25. მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალები ნაკლებს რომ ლაპარაკობდნენ.
26. კარგად დუმილი უფრო რთლია, ვიდრე ცუდად საუბარი.
27. ცუდი ცოლი - წვიმაზე უარესია: წვიმას სახლში შეჰყავხარ, ცუდ ცოლს კი - გამოჰყავხარ იქიდან.
28. სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ მასში ბევრი ადამიანია, არამდე იმის გამო, რომ ბევრი არაადამიანია.
29. ღმერთო, დამეხმარე ფეხზე დადგომაში - დაცემა თავადაც შემიძია.
30. თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ იცვლება, მოიცადე - უარესობისკენ შეიცვლება.
31. რაც არ უნდა ტკბილი იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.
32. როცა არაფერი აქვთ საქმე, ადამიანები დიად საქმეებს ჰკიდებენ ხელს.
33. ორ ბოროტებას შორის პესიმისტი ორივეს აირჩევს.
34. ყველა წუწუნებს ფულის უქონლობის გამო, ჭკუის უქონლობის გამო კი - არავინ.
35. ვისაც ბავშვები არ ჰყავს, მათ კარგად ზრდის.
36. ჯობს, სიცილისგან მოკვდე, ვიდრე შიშისგან.
37. გამოცდილება - ეს არის სიტყვა, რომელსაც არქმევენ ადამიანები თავიანთ შეცდომებს.
38. ჭაღარა - სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.
39. როცა ბერდება, ადამიანი უარესად ხედავს, მაგრამ - უფრო მეტს.
40. ქალი 30-ე დაბადების დღეზე 20 სანთელს ხელმომჭირნეობის გამო არ ანთებს.
წყარო - aww.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)