reportiori.ge - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:37
რეგიონები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
ავტორი:
09 მარტი, 2015. 19:54



ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 15 ბავშვზეა გათვლილი და რეგიონული განვითარების ფონდიდან 112.000 ლარით დაფინანსდა. ამ დრომდე სოფელში ბაღი ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი პირობები იყო.

 

ახალი საბავშვო ბაღი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ გახსნეს.

 

2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, მათ შორის სამ ისეთ სოფელში, სადაც ამ დრომდე ბაღი საერთოდ არ არსებობდა და აღნიშნული გარემოება მიგრაციულ პროცესებს უწყობდა ხელს. რამდენიმე კვირაში ახალი საბავშვო ბაღი  გაიხსნება სოფელ ხიდარშიც. საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა.

 

აღსანიშნავია, რომ 2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა, რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი ბაღი აშენდება.

 

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016