„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად გამართული რიგით მეხუთე პრაიმერი კვლავ მიმდინარეობს. დელეგატების რეგისტრაცია დღის ორ საათზე დაიწყო, ხოლო 15:00 საათზე პარტიის წევრები და ოთხივე საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილზე იმყოფებოდა. შეხვედრა დებატების რეჟიმში მიმდინარეობს.
„ის რაც დღეს ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პარტიისთვის არამედ მთლიანად საქართველოსთვის. გუშინ დავინახეთ რა მოხდა ზუგდიდში, სამწუხაროდ დღესაც არიან ადამიანები ვისაც ჩვენი შეკრება არ მოსწონს. ბოთლებისა და ქვების სროლა პროტესტის გამოხატვის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმაა. ნუ ვიქნებით ის ვიღაცა, ვინც ქვებს ისვრის, მოდი ვიყოთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ცივილურად ლაპარაკობს. „- განაცხადა შეხვედრის დაწყებისას დავით ბაქრაძემ.
პრაიმერის საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის. ლიდერებს შორის გამარჯვებული სავარაუდოდ დღის ბოლოს გამოვლინდება.