reportiori.ge - ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:27
მთავარი თემა
ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!
ავტორი:
10 მარტი, 2015. 11:59



ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა კარგად იცის, რომ „ასავალ-დასავალისა" და „ქრონიკა+"-ის მიერ დარისხებულმა განგაშის ზარებმა შედეგი გამოიღო - შუაგულ კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ძროხები შიმშილს გადავარჩინეთ, რომლებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 13 მაისის № 843 განკარგულებით ათეულობით ჰექტარზე გადაჭიმული საძოვრები ააცალეს და მამუკა ხაზარაძეს მიჰყიდეს.


რაკი ძროხები გადარჩნენ, სოფელიც გადარჩა და აქედან გამომდინარე, არც ის მიტინგი შედგა, 2015 წლის 18 თებერვალს ძროხების მონაწილეობით კანცელარიას, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისა და მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის" ცენტრალური ოფისის წინ რომ უნდა გამართულიყო.


მამუკა ხაზარაძესთან საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, მოგეხსენებათ, ლონდონიდან ბომბეიმდე გახლავთ გადასკვნილ-გადახლართული და თბილისში ძროხების მიტინგი კი არა, დინოზავრების დემონსტრაციაც რომ მოწყობილიყო, კახელ გლეხებს გაყიდულ საძოვრებს უკან არავინ დაუბრუნებდა, მაგრამ ვაზისუბნელების ბედი იმ ფაქტმა გადაწყვიტა, რომ „დაანონსებული" მიტინგი სრულიად შემთხვევით ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს - 18 თებერვალს დაემთხვა! ხომ წარმოგიდგენიათ, კაცი დილით, თავისი დაბადების დღეზე რომ ადგებოდა და ალაყაფის კართან ეჟვანშებმული და „თიბისი ბანკისფერი" თავსაფრიანი ძროხები დახვდებოდა, რა დღეში ჩავარდებოდა?!


ამან სიტუაცია აჭრა და ღუბერნატორები, გამგებლები და მინისტრის მოადგილეები დაოთხილები დასდევდნენ ვაზისუბნელებს - ოღონდაც ძროხები „სამიტინგოდ" თბილისში არ ჩამოიყვანოთ და საძოვრებს ულაპარაკოდ გიბრუნებთო!


აშკარაა, რომ ვაზისუბნელი გლეხების მართალი სიტყვა და გულისტკივილი ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდა და შიმშილს სოფელიც გადაურჩა და ძროხებიც - სამართალმა იზეიმა!


ახლა სიმართლის გასამარჯვებლად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის წინ შიმშილობის აქციას საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის („ცეკავშირი") ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფებიც გეგმავენ!


11 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა თბილისის საქართველო სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ჩაქუჩს მაგიდაზე დაჰკრავს და „ასავალ-დასავალსა" და მამუკა ხაზარაძეს შორის მტყუან-მართალს გამოავლენს, „ცეკავშირის" მესვეურები შიმშილობას დაიწყებენ! მიზანი ერთადერთია - ბიძინა ივანიშვილამდე მიაღწიოს უტყუარმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც მას მამუკა ხაზარაძემ და მისმა მფარველებმა ხელში შეაჩეჩეს და მიყიდეს „ცეკავშირის" შენობა, რომელიც მის კანონიერ მესაკუთრეს დანაშაულებრივი გზით წაგლიჯეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსურ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე № 92060170 უკვე გამოძიებულია, მაგრამ დიდი ხანია, თაროზეა შემოდებული!


„ცეკავშირის" მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ყველაფრის შესახებ ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძემ და ხელისუფლებაში მოკალათებულმა მისმა მფარველებმა ინფორმაცია დაუმალეს!


18 თებერვალს „თავსაფრიანი ძროხების" მიტინგი საჭირო აღარ გახდა, რადგან, დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილამდე ვაზისუბნელი გლეხების სიმართლე მივიდა!


მიაღწევს თუ არა ივანიშვილამდე „ცეკავშირელთა" სიმართლე და გახდება თუ არა საჭირო 11 მარტიდან დაანონსებული შიმშილობის აქცია, სულ მალე გაირკვევა!


რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, მგეხსენებათ, ქართველებს სამი ღვთაებრივი იპოსტსი გვიანდერძა ხელიხელ საგოგმანებელ საუნჯედ - „მამული, ენა, სარწმუნოება!"


მამუკა ხაზარაძემ, მამული, ანუ რაც მიწათან და მის წიაღისეულ სიმდიდრესთან არის დაკავშირებული, ხელისუფლებაში მოკალათებული მფარველების საშუალებით ჯიბეში ჩაიდო, ხოლო ქართულ ენასა და მართლმადიდებელ ქრისტიანობას „საბას" პრემიის ლაურეატები - „უბორნიის პოეტები" და „ტუალეტის მჯღაბნელები" მიუქსია!


ერთადერთი, რაც მამუკა ხაზარაძისა და მისი სექტის მსახვრალ ხელს გადაურჩა და არ წაიბილწა, საქართველოს ჰაერია, რადგან ლაშა ბუღაძისა და რატი ამაღლობელის მეთაურობით, „უბორნიის პოეტები" და „ტუალტის მჯღაბნელები" განათლების მისაღებად „სველ წერტილებში" არიან შეკეტილნი და ჯერჯერობით გარეთ არ გამოსულან, თორემ თქვენს მტერს, აქ ამბავი დატრიალდება - ჰაერიც აყროლდება!


გულწრფელად ვურჩევთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, გაერკვეს იმ მიზეზებში, რის გამოც „ცეკავშირის" მესვეურებმა შიმშილობა გადაწყვიტეს და ეს ჩახლართული საქმე სწორად განსაჯოს!


ვფიქრობთ, ეს ერთადერთი გამოსავალია იმ უხერხულობათა კასკადის თავიდან ასაცილებლად, რაც, როგორც ქვეყნის, ისე ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას დააზიანებს!


ცნობისათვის: შიმშილობა დამნაშავეთა დასჯამდე გაგრძელდება!

 

 

 

დიტო ჩუბინიძე


გაზეთი „ასავალ-დასავალი"




 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016