reportiori.ge - 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 39 პროცენტით გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:24
ეკონომიკა
2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 39 პროცენტით გაიზარდა
ავტორი:
11 მარტი, 2015. 16:06




2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $1,272 მლნ შეადგინა.  რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35,1 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ხოლო 2012 წელთან შედარებით ზრდა 39,6%-ია. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ განაცხადა. ქავთარაძის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით ქვეყნებიდან ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც 331,2 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციას შესაბამისად აზერბაიჯანი - 302,1 მლნ-ით, ჩინეთი - 194,9 მლნ დოლარით იკავებენ.



"საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 343 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27%-ს შეადგენს. მას მოყვება მშენებლობა, სადაც 295 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, დამამუშავებელი მრეწველობა - 174 მლნ დოლარი, ენერგეტიკა - 99 მლნ დოლარი, უძრავი ქონება - 87 მლნ დოლარი და ა.შ." - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.



ირმა ქავთარაძის  განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.


 

,,მოხსნილია წნეხი ბიზნესზე და საქართველოში არის შექმნილი ყველა პირობა იმისათვის, რომ განხორციელდეს ინვესტიციები და ინვესტორებმა მიიღონ შესაბამისი მოგება თავიანთ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე. რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საქართველო მიიღებს პირდაპირ სარგებელს", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.



2014 წლის მეოთხე კვარტალი


წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის მე-4 კვარტალში $349.2 მლნ. შეადგინა, რაც 53.9%-ით აღემატება 2013 წლის მე-4 კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს, 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით  გაზრდილია 49.4%-ით (2012 წლის მეოთხე კვარტალი - $233 მლნ-ს შეადგენს).


2014 წლის IV კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 24 პროცენტით, საიდანაცა $84 მლნ-ის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 19% ($67 მლნ), ხოლო მესამე ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო ($66 მლნ) ასევე 19 პროცენტით.


სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე მოდის სადაც $90 მლნ-ის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მეოთხე კვარტლის მთლიანი ინვესტიციების 25.6%-ს შეადგენს. მას მოჰყვება მშენებლობა - $87 მლნ. (მთლიანი ინვესტიციების 25%), საფინანსო სექტორი - $78 მლნ. (22.4%), სასტუმროები და რესტორნები- $29 მლნ. (8.4%), დამამუშავებელი მრეწველობა - $22 მლნ. (6.2%), სამთომოპოვებითი მრეწველობა - $14 მლნ. (4.0%), ენერგეტიკა - $6 მლნ. (1.7%), სხვა - $23 მლნ. (6.5%).


 

2014 წლის მესამე კვარტალი


2014 წლის მესამე კვარტალში საქართველოში  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი - ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის მე-3 კვარტალში $508 მლნ. შეადგინა, რაც 99%-ით აღემატება 2013 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს, 2012 წლის მესამე კვარტალთან შედარებით  გაზრდილია 155%-ით (2012 წლის მესამე კვარტალი - $199 მლნ-ს შეადგენს), ხოლო 2014 წლის II კვარტალის მაჩვენებელს  3,4-ჯერ აღემატება.


საყურადღებოა, რომ კვარტალური მაჩვენებლების დონეზე,  2009 წლიდან ეს ნიშნული  რეკორდულია.


ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთია საიდანაც,  $149 მლნ-ის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი  $95 მლნ. (19%),  ხოლო მე-3 პოზიციას ნიდერლანდები იკავებს (90 მლნ. აშშ დოლარი (18%)); სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მშენებლობაზე მოდის სადაც $181 მლნ-ის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 36%-ს შეადგენს. მას მოჰყვება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $109 მლნ. (მთლიანი ინვესტიციების 21%), უძრავი ქონება - $61 მლნ. (12%), დამამუშავებელი მრეწველობა - $48 მლნ. (9%), საფინანსო სექტორი $38 მლნ. (8%),  ენერგეტიკა - $36 მლნ. (7%), სხვა - $34 მლნ. (7%).


 საყურადღებოა, 2014 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემები ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით. ჯამში ევროკავშირიდან დაფიქსირდა $178,9 მლნ-ის მოცულობის ინვესტიცია, რაც  ჯამური მაჩვენებლის 35.3%-ს შეადგენს და  6%ით აღემატება მიმდინარე წლის მე-2 კვარტალის მონაცემს. 2013 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 69,1%-ით, ხოლო 2012 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით - თითქმის 5-ჯერ. დსთ-დან დაფიქსირებულმა ინვესტიციებმა შეადგინა $110.8 მლნ (რაც ჯამური მაჩვენებლის 21.8%-ია), რაც 21.2%-ით აღემატება მიმდინარე წლის მე-2 კვარტალის მაჩვენებელს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016