ბათუმის საქალაქო სასამართლოში პრაიმერის დაწყებამდე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და მერაბ გორგაძე ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ღოღობერიძე პრაიმერის დაწყებამდე პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მოგვიანებით, მან პოლიციას სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ სთხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა შემდეგ დააკავეს. მეორე მსჯავრდებულია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, მერაბ გორგაძე. მან მიხეილ მაჭავარიანს კვერცხები დაუშინა. სამართალდამცველებმა გორგაძეს ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა წაუყენეს.
მერაბ ღოღობერიძისა და მერაბ გორგაძის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცვია მიმდინარეობს. მონაწილეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.