reportiori.ge - ცეკავშირის მეპაიეებმა უვადო შიმშილობის აქცია დაიწყეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 08:18
"რეპორტიორის" თვალით...
ცეკავშირის მეპაიეებმა უვადო შიმშილობის აქცია დაიწყეს
11 მარტი, 2015. 20:51

 

 


ცეკავშირის მეპაიეებმა უვადო შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი ცეკავშირის შენობის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ და გასხვისების საქმეში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ. მათ აქცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გამართეს. როგორც „რეპორტიორს" საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ განუცხადა, ცეკავშირის შენობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2006 წლიდან და ჯერაც არ დასრულებულა.



„ჩვენ უტყუარი მტკიცებულებებები წარვადგინეთ, თუმცა დღემდე არ ხდება დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა. ვინაიდან ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენეთ და შედეგს ვერ მივაღწიეთ, გადავწყვიტეთ, მივმართოთ პროტესტის ამ ფორმას - შიმშილობას. აქციას ვიწყებთ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. მოგეხსენებათ, „პანორამა-თბილისის" მშენებლობის პროექტისთვის თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა ცეკავშირის შენობის ტერიტორია. ჩვენ არაერთხელ ვაცხადებდით, რომ ეს შენობა იყო „მოპარული" და არ ეყიდა თანაინვესტირების ფონდს, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას სიმართლე დაუმალეს, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა. ჩვენი აქ მოსვლის მიზანიც სწორედ ესაა, რომ ვაუწყოთ სიმართლე, რომ ეს შენობა მის კანონიერ მესაკუთრეებს წაართვეს.

 

 

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვინაიდან ამ საქმეში ფიგურირებენ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დავით მუმლაძე, „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამ პირებს ხელისუფლებაში მოკალათებული უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობენ და შეგნებულად არ ხდება გამოძიების დასრულება ლოგიკური შედეგით", - განუცხადა „რეპორტიორს" არჩილ ჩუბინიძემ.

 

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრიდან მეპაიეებმა „თიბისი ბანკის" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძეს აქცია. აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016