პოლიტიკა
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებად ნატა თედეშვილი და გიორგი დარახველიძე აირჩიეს
21 ივლისი, 2013. 18:11
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია დასრულებულია, კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებად ნატა თედეშვილი და გიორგი დარახველიძე აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა რიგარეშე კონფერენციამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო. თედეშვილი და დარახველიძე ადმინისტრაციულ კომიტეტში ჩაანაცვლებენ ილონა თოდუასა და პაატა სილაგაძეს, რომლებმაც კომიტეტი მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. თედეშვილს მხარი 153 მოსამართლიდან 141-მა დაუჭირა, დარახველიძეს კი - 143-მა. დღესვე კონფერენციამ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი დაამტკიცა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27