reportiori.ge - გრიშა ონიანის ღია წერილი მერაბ ბერძენიშვილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გრიშა ონიანის ღია წერილი მერაბ ბერძენიშვილს!
ავტორი:
12 მარტი, 2015. 18:00


ადამიანი რა სიმაღლეზეც უნდა აფრინდეს, თასმები მაინც თავის აკვანზე აქვს გამობმული. დიდი კონსტანტინე გამსახურდია თავის მოგონებებში წერდა: ჩემი რომანების რამდენი გმირიც მოვკალი, იმდენჯერ ჩემი სიცოცხლე დავამთავრეო. ბატონო მერაბ, მე მესმის მისი, და მესმის თქვენიც.


თუ ბატონი კონსტანტინე მრავალჯერ მოკვდა თავისი გმირების სიკვდილთან ერთად, მე ნათლად ვხედავდი, რამდენჯერ დაგიბრუნდათ სიცოცხლე, როდესაც უსულო ბრინჯაოში დავით აღმაშენებლის სულს აღვივებდით; როგორ მოგემატათ ძალა და ენერგია, როდესაც ავშარააწყვეტილ ბედაურზე დიდი მოურავი შესვით და ხელში „ხელიდანგაუვარდნელი" ხმალი დააჭერინეთ; „რა ძალამ შეგკრა ძალად", როდესაც ყიზილბაშურ სამყაროს წინ „ალგეთის ლეკვები" დაახვედრეთ; გალაქტიკის რომელი ციური სხეულის სხივი დაგნათოდათ, როდესაც დიდგორზე საქართველოს უკვდავებას აქანდაკებდით.


ყოველთვის მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ბოროტება ვერასოდეს ძლევს კეთილს. ზოგჯერ კი ბოროტების აღზევება საფუძველია კეთილის გაძლიერების.


საქართველოს, და არა თქვენი, „დიდების მემორიალის" აფეთქება ქუთაისში იმის მაცნე იყო, რომ ანტიქრისტე მალე შეიჭრებოდა შუამდინარეთში და ცივილიზაციის პირველ საწყისს უროებით ბოლოს მოუღებდა, ხოლო ცისფერი ყუთით სულს ამოუღებდნენ მსოფლიო კულტურას და მის მაგიერ ამერიკულ სულს შთაბერავდნენ.


თქვენი პირუთვნელი შემფასებლისა და მსოფლიო ხელოვნების დიდი ექსპერტის - მოისეი კაგანის წიგნში „მერაბ ბერძენიშვილი" ამოვიკითხე ერთი წინადადება: „ადამიანს აქვს საიმისო ძალა, რომ კვლავ აღდგეს იმ სიკვდილის წინამდგომარეობიდან, რომლამდეც დასავლურმა ცივილიზაციამ მიგვიყვანა". და ეს თქვენ ხართ, ბატონო მერაბ, მშობელი მიწის ეს გედო ვალი.


ბატონო მერაბ! თქვენ სრულიადაც არ გჭირდებათ სამეტყველო ენა. თქვენი ენა ის ცისფერი ალია, რომელიც თქვენ კოსმოსურ გონს ბრინჯაოსთან ადუღაბებს და გაციებისთანავე ამეტყველდება, როგორც ცოცხალი არსება, რომელიც ხან დიდგორს გასძახის და ხან მარტყოფის ველზე დაქრის, როგორც უკვდავება. „ალგეთის ლეკვების" მშობელი ქართველი დედა სევდიანად, მაგრამ მომავლის იმედით, ამაყად გასცქერის დაბრუნებულ თუ დასაბრუნებელ მიწებს, სწორედ აქ ისმის სიკვდილის წინამდგომარეობიდან „კვლავაღდგომის" ბრინჯაოში ამეტყველებული სიტყვები: „კიდევაც დაიზრდებიან".


წავიკითხე თქვენი წერილი - „თუ გაგყიდეს - „მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!"


დასანანია ის დრო, როდესაც მოკვდავებს ესაუბრებით, რადგან მოკვდავებს უკვდავებასთან არაფერი ესაქმებათ. თქვენი წუხილი ქვეყნის გადარჩენისა ხმაა „მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". „არსაიდან ხმა, არსით ძახილი, მშობელი შობილს არას ეტყოდა".


გვაიმედებენ, ქართველებმა ბოლოს ვიცით ძალის მოკრება და გაერთიანებაო... ეს ფუჭსიტყვაობაა.


საქართველო გააერთიანა ძალამ გორგასალისა, მოხერხებამ და სტრატეგიამ დავით აღმაშენებლისა, სიბრძნემ და უძლეველობამ სტალინისა.


ცრემლი მადინა ჯერ პოეტის და მერე თქვენ ბაგეთაგან წარმოთქმულმა სიტყვებმა:


„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა

არ გავიარე, რაა მამული?

წინაპართაგან წავიდა ყველა,

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული".


გაივლის დრო და ამ სიტყვების მთქმელი აღარ დარჩება საქართველოში. აქ ის ხალხი იქნება, რომლებშიც ამერიკულმა სულმა მამაკაცების მუცელში სპერმა ჩათესლა და ახლა იმ მამაკაცებს ტყუპი ბიჭი უნდა ეყოლოთ.


მრცხვენია, ბატონო მერაბ, იმ „პატიოსან" დეპუტატებს რომ მიმართავთ, რომლებმაც კანონი უნდა მიიღონ ან თქვენ, საერთოდ, რატომ უყურებთ ტელეეკრანს. ეს ზომბირების ყუთი ხომ ჩვენს გასაბრიყვებლად და გასამასხარავებლადაა მოგონილი, სადაც ჟურნალისტი ქვეყნის პრეზიდენტს ირონიულად ეკითხება: „აბა, პრეზიდენტო, მომიყევით, რა პროგრამა გაგაჩნიათ!"


თქვენ, დიდი ხანია, გასცდით იმ ჭაობს, რომელშიც უამრავი ლეში და სიმყრალე ბუდობს, თქვენ უკვდავების ბინადარი ხართ. როგორ მიკვირს, რომ კვლავ იმ მიწის მოფერება და დაცვა გინდათ, რომელიც სავსეა შურითა და ბოღმით, წინაპართა სიძულვილით და ჩვენი წარსულის დამცირებით. ახლაც ჩამესმის ყურში მუზების ღმერთის დაწერილი და თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები:


„მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ

სახელს ვფიცავ,

გიცავდი და გიცავ მარად,

გიცავდი და

კვლავ დაგიცავ".


თქვენმა თანამოქალაქემ კი ამასწინათ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა: „ვცვლი ან ვყიდი ჩემს სალ კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზე".


ბატონო მერაბ, ამერიკული სულით გაზრდილი ამ ახალგაზრდა კაცის მეზობელი და თანამოქალაქე არ გეგონოთ თქვენი თავი. თქვენ ძალიან მაღლა ხართ ასული!


პატივისცემით,  გრიშა ონიანი

5 მარტი (სტალინის გარდაცვალების დღე),

2015 წელი


P.S. როცა ამ წერილს ვწერდი, ამეკვიატა აზრი: ადამიანი რა სიმაღლეზეც უნდა აფრინდეს, თასმები მაინც თავის აკვანზე აქვს მიბმული.





გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016