მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ცნობილი მეცნიერისა და ელინოლოგის გრიგოლ წერეთლის დაბადებიდან 145 წლის იუბილე აღნიშნეს. დიდი ქართველი მეცნიერის ხსოვნას პატივი მიაგეს ასოციაცია „კულტურათა დიალოგი- XXI"-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა ვალერი ასათიანმა და ფილოლოგმა რისმაგ გორდეზიანმა. მათ 1937 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სიმბოლური საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გრიგოლ წერეთელი (დ. 12/25 მარტი, 1870, პეტერბურგი, - გ. 1938, თბილისი) იყო ქართველი მეცნიერი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1917), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1905).
გრიგოლ წერეთელი 1938 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წ. იგი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. დახვრიტეს 1938 წელს.