რეჟისორი რობერტ სტურუა facebook-ის პირად გვერდზე წერს:
„სხვათაშორის, ქართველების გულმავიწყობა მაოცებს - ნუთუ დაგავიწყდათ აღვირახსნილი უკანონობა, ჯიბეგასიებული, ვითომ ძალიან წესიერი მინისტრები, ციხეში წამება, კაცების გაუპატიურება(!), ბიზნესის და ფულის წართმევა, იდიოტებისთვის განკუთვნილი ტელეარხები, ქალების გახრწნა, მითუმეტეს, ვითომ ინტელექტუალი ცოლების... და ტრაბახი და ტრაბახი - კორუფციას მოვერიეთო, ამერიკის და ევროპის ლობისტების გაბადრული სახეები (ო, რა ფული წაიღეს, იმ კარგდედმამიშვილებმა, ახლა ნაცისტები რომ აშანტაჟებენ: მხარი დაგვიჭირეთ, თორემ ვიტყვით, რა ფული წაართვით ქართველ ხალხსო!)
და კოჰაბიტაცია, ასე რომ გაამწარა ჩვენი ხალხი!.. და 21 მარტი!.. თუ დაიწყო ნაცისტების საოცნებო პროვოკაცია, არ დაავიწყდეთ, რომ ჩრდილოეთის დიდი მეზობელი, უკრაინის არ იყოს, 2 საათში თბილისში იქნება...ვაჟკაცები, როგორც 2008 წელს, მოჰკურცხლავენ, ან პირიქით აგრესორები ვასალურ საქართველოს მთავრობაში შეიყვანენ!.. ო, მოღალატე მამულიშვილებო, მოგკითხავენ, ადრე თუ გვიან! მოგკითხავენ!" - წერს სტურუა.