reportiori.ge - არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" კონფერენციას გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:24
ეკონომიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" კონფერენციას გამართავს
12 ოქტომბერი, 2013. 13:09

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" დღეს კონფერენციას გამართავს.

მრგვალი მაგიდა ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა, საქართველოს კანონის ეფექტურობისა და ნაკლოვანებების შეფასება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში; ევროპაში არსებული მაკონტროლებელი კომისიები და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში არსებული ევროკავშირის სტანდარტები; ქართული მონოპოლისტი კომპანიები, მონოპოლია და ოლიგოპოლია საქართველოში და საქართველოს მთავრობის მიერ, შესყიდვებისა და კონკურენციის სფეროში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კონფერენციას ექსპერტები და სამთავრობო უწყებების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრებიან.

შეხვედრის ბოლოს თემებზე დისკუსია გაიმართება და სარეკომენდაციო წინადადებები მომზადდება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016