ბათუმის საქალაქო სასამართლომ "შერატონთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძე გაათავისუფლა. მოსამართლემ პროცესი ხვალისთვის ჩანიშნა და საპატრულო პოლიციას მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა. სასამართლოს განმარტებით, პოლიციამ დღეს მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და ამისთვის მას დრო მიეცა, მანამდე კი დაკავებული ღოღობერიძე გათავისუფლდა. სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე ბათუმის "შერატონთან" გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ღოღობერიძე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დაწყებამდე "შერატონთან" არსებული პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მოგვიანებით, მან პოლიციას "შერატონის" ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ სთხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა შემდეგ დააკავეს.