reportiori.ge - გიორგი თარგამაძე: არ შეიძლება წარმოების განვითარება სარგებელს არ აძლევდეს იმ სოციალურ გარემოს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:40
პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე: არ შეიძლება წარმოების განვითარება სარგებელს არ აძლევდეს იმ სოციალურ გარემოს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია
12 ოქტომბერი, 2013. 16:04

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"  პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძებოლნისის მოსახლეობას შეხვდა.  ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მოსახლეობას აწუხებს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დასაქმებულთა რაოდენობაში მიზერულად მცირეა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. საუბარი არ უნდა იყოს არც ერთი წარმოების არათუ დახურვაზე, არამედ პირიქით, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის ამოქმედებაზე, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ გარემოსთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენების ხარჯზე, სადაც წარმოება ვითარდება, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. არ შეიძლება სახელმწიფომ პირად კომერციულ სარგებელს და მოგებას უფრო წინა პლანზე აყენებდეს, ვიდრე თავისი მოქალაქეებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობას. არ შეიძლება წარმოების განვითარება სარგებელს არ აძლევდეს იმ სოციალურ გარემოს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ტრადიციებით ევროპისკენ სვლა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია ეკოლოგიური ზიანის მიყენებით არ უნდა ხორციელდებოდეს და ეკონომიკისა და წარმოების განვითარება სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს." - განცხადა შეხვედრაზე თარგამაძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016