reportiori.ge - „თავისუფალმა თაობამ“ გიგა ბოკერიას საცხოვრებელ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:18
"რეპორტიორის" თვალით...
„თავისუფალმა თაობამ“ გიგა ბოკერიას საცხოვრებელ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართა
14 მარტი, 2015. 21:12



ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ" გიგა ბოკერიას საცხოვრებელ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას და პარტიის წევრების დასჯას მოითხოვენ.


აქციის მონაწილეებმა, გიგა ბოკერიას კორპუსის შესასვლელთან წითელი საღებავებით გააკეთეს შემდეგი წარწერები: ბოკერია მოღალატე", „გასამართლდეს ნაცმოძრაობის დამნაშავე რეჟიმი", „გიგა  შენ ხარ მკვლელი",  „ჩეკისტი ბოკერია".


„თავისუფალი თაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად გიგა ბოკერიას პლაკატი დაწვეს და საზოგადოებას მოუწოდეს, არ მივიდნენ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე, რადგან ეს, მათი თქმით, სამშობლოსა და ერის ღალატი იქნება. „თავისუფალი თაობის" ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, აქცია გოკა გაბაშვილის და გიორგი ბარამიძის სახლთანაც გაიმართება.


21 მარტამდე პერმანენტულად ჩავატარებთ აქციებს. მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავანახოთ რეალობა, რომ „ნაციონალები" გეგმავენ გადატრიალებას, არეულობას,  საზოგადოებამ ამაზე უარი უნდა განაცხადოს და არ მივიდეს აქციაზე",- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016