reportiori.ge - გია ჯაჯანიძე: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი კალანდია... ვინ იქნება შემდეგი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 10:44
სხვადასხვა
გია ჯაჯანიძე: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი კალანდია... ვინ იქნება შემდეგი?
ავტორი:
16 მარტი, 2015. 05:02



გია ჯაჯანიძე გიორგი კალანდიას ხორცშესხმულ ლეგენდას უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქვეყნის პატიროტი, რომელსაც ისტორია მასაც უკვდავს გახდის, სიცოცხლშივე აღიარონ და პატივი სცენ.

 

 

 

 

„ამ წერილს ბედნიერება და აღფრთოვანება მაწერინებს... ვინ იქნება შემდეგი?

ბედნიერებას ბრძოლით ვერ მოიპოვებ, ბედნიერება თავად ირჩევს ადამიანებს.

კეთილ ადამიანში ბედნიერება მოდის, რჩება და აღარასოდეს მიდის.

ნებისმიერი გზით მოპოვებულ წარმატებას, სამუდამო მარცხი მოაქვს.

წარმატებას და დიდებას საქმე გამოაჩენს, დრო დაადასტურებს და უკვდავს გახდის ადამიანს.

ჭეშმარიტი ბედნიერება მოდის მაშინ, თუ გიხარია სხვისი სიხარული და წარმატება.

ბედნიერებას გაიხანძლივებ მაშინ, როცა მადლიერების გრძნობა გაქვს.

თუ შეგიძლია აღიარო ადამიანის ნიჭიერება, ყველას გასაგონად გამოაცხადო სხვისი გაკეთებულ საქმეზე, ტაში დავუკრა, მაგალითად გაიხადო და გიყვარს გამარჯვებული, შენ უკვე ბედმიერი ხარ, იცოდე, დიდ წარმატებას მიაღწევ.

ამ წერილს ბედნიერება და აღფრთოვანება მაწერინებს, დარწმუნებული ვარ ყველა წაიკითხავს.

ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მარტო საშვილიშვილო საქმეს კი არა, საუკუნო საქმეს აკეთებენ და სამუდამოდ ძეგლს უდგამენ საქართველოს. ისინი უნარჩუნებენ და ქმნიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას.

ჩვენ, ქართველებს გვიყვარს მაგალითებით საუბარი, ხშირად ვიღაცას, ვიღაცას ვადარებთ.

ჩვენმა ერმა კარგად იცის თავისი ქვეყნის ისტორია, იცის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ეს იყო შეუდარებელი ქართველი, რომელმაც ფასდაუდებელი საქმე გაუკეთა საქართველოს და ქართველ ერს. სანამ იქნება და იარსებებს ჩვენი ქვეყანა, მანამ იქნება და დარჩება ექვთიმე თაყაიშვილის სახელი.

იდუმალი და ამოუცნობია განგების ძალა, დრო არ იცვლება, დრო დინებას მიყვება, იცვლებიან მხოლოდ ადამიანები. განგება ყოველთვის აძლევს ქვეყანას ერთ გამორჩეულ, თავდადებულ ადამიანს. ზოგჯერ არც კი იცის ამ ადამიანმა რა მისია აკისრია.

დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოში გვყავს კაცი, რომელიც წარმოუდგენელ, დაუჯერებელ, გაუგონარ კეთილ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ ადამიანის შესახებ უნდა იცოდეს ყველამ, გამუდმებით უნდა წერდნენ, უძღვნიდნენ გადაცემებს და მის საქმიანობაზე ფილმებს უნდა იღებდნენ.

მის შესახებ უნდა იცოდეს ყველა მოზარდმა, ყველა ოჯახმა, თითოეულმა ადამიანმა. ამ ადამიანის ცხოვრების მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა.

ეს ადამიანი დღეს ჩვენს გვერდით ცხოვრობს, თბილისის ქუჩებში დადის, დადის ჩვეულებრივად და ბევრმა არ იცის, რომ მოსიარულე ლეგენდას ხედავს. გავა დრო, წლების შემდებ ტაშს დაუკრავთ და მატიანე მის სახელს ჩაწერს ექვთიმე თაყაიშვილის გვერდით.

მოდით ვისწავლოთ ქართველებმა, რომ სიცოცხლეში მივაგოთ პატივი ღირსეულს, ვინც ამას იმსახურებს.

თბილისი, პლეხანოვი, კარგარეთელის ქუჩა # 6, ამ მისამართზე დგას ისტოლიული სასახლე, ,,საქართველოს ხელოვნების სასახლე’’. ამ სასახლის დირექტორი გახლავთ ჩემი წერილის გმირი გიორგი კალანდია. ადამიანი, რომელმაც საქართლელოს გადაურჩინა, დაუბრუნა და შეუნარჩუნა ქართული, და არა მარტო ქართული, ხელოვნების უნიკალური ფასდაუდებელი ნიმუშები.

მოკრძალებული თხოვნა, უდიდესი სურვილი მაქვს ყველა ქართველი, და არა მარტო ქართველი, მივიდეს ,,ხელოვნების სასახლეში’’, ნახოს და გაიგოს რა ხდება ამ სასახლის კედლებს მიღმა. გაიცნოს, ხელი ჩამოართვას გიორგი კალანდიას, მადლობა გადაუხადოს, პატივი მიაგოს და გაუღიმოს, ამ საოცარ, თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებულ, პატრიოტ, თავდადებულ ქართველს.

ექვთიმე თაყაიშვილი. გიორგი კალანდია. ვინ იქნება შემდეგი?“

პატივისცემით, გია ჯაჯანიძე.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016