reportiori.ge - ღია წერილი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:30
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ღია წერილი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს
ავტორი:
16 მარტი, 2015. 13:48

 

 

 

ბატონო ბადრი, მოგეხსენებათ, რომ 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ჩაქუჩი დაჰკრა და „ასავალ-დასავალსა" და მამუკა ხაზარაძეს შორის ატეხილ სამკვდრო-სასიცოცხლო დავაში გადაწყვეტილება გამოიტანა!


გადაწყვეტილების თანახმად, თქვენი შეუღლების ძმამ ოცნება ბოლომდე ვერ აისრულა და ვერც „ასავალ-დასავალის" რედაქციას წაგლიჯა 160 ათასი ლარი, სამაგიეროდ, მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს ნისკარტი გამოუწმინდა და დაგვავალა - ამ ერთი წლის განმავლობაში რაც ხაზარაძის შესახებ დაგიწერიათ, სუყველაფერი უარყავითო!


ბატონო ბადრი, მამუკა ხაზარაძესა და მის კანტორას ახლავე ვუცხადებთ, რომ უფრო ადრე ვირები გავლენ ხეზე, ჯორები გაფრინდებიან, ხოლო სამტრედიაში მამუკა ხაზარაძის მიერ მორწყული ჩითილებიდან შიშველი ქარუმიძე და ბუღაძე ამოყოფენ თავს, ვიდრე „ასავალ-დასავალი" ან ბოდიშს მოიხდის, ან გაზეთში გავრცელებულ ცნობებს უარყოფს!


ან კი როგორ უნდა უარყოს გაზეთმა კონკრეტული ადამიანების მიერ ინტერვიუებში მოთხრობილი ამბავი, რომ მამუკა ხაზარაძე ეროვნული მოძრაობის მიტინგებს არბევდა და 1989 წლის 18 თებერვალს მან საქართველოს ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავაზე ხელი აღმართა?!


ძვირფასო ბადრი, ცოცხალი რესპონდენტები გავაჩუმოთ და დავწეროთ, რომ ამა და ამ ადამიანებმა, რაც მამუკა ხაზარაძის შესახებ ილაპარაკეს, სუყველაფერი ტყუილი და ყურით მოთრეული ამბავია-თქო?! ამას რომ გაზეთი იზამს, მისი ადგილი სწორედაც, რომ „უბორნიაშია", საიდანაც მამუკა ხაზარაძის „საბარასტი" ფალავნები ჩვენი შიშით გარეთ ვერ გამოდიან და საიმედოდ არიან შეკეტილნი.


ბატონი ბადრი, მართალია, „თიბისი ბანკის" მიერ „დარეკლამებული" პრესა და განსაკუთრებით, ტელევიზიები „ერთ ხმაში უბერავენ" - ხაზარაძემ „ასავალ-დასავალს" პროცესი მოუგოო, მაგრამ თქვენ ხომ მაინც იცით მშვენივრად, რომ მამუკა-ბატონი ძალიან ნერვიულობს... მაგალითად, გუშინწინ ჯიქურ მიეჭრა „თიბისი ბანკის" ცენტრალური ოფისის წინ მოშიმშილე ადვოკატს, ედუარდ შევარდნაძის ღიმილით შენობაში მოსალაპარაკებლად შეიპატიჟა და ბოლოს საქმის გარჩევაზე გადავიდა - „თქვენ ნახავთ, რაც დაგემართებათო!"


მართალია, ის ტელევიზიები, რომლებიც მამუკა ხაზარაძემ ჯორკიდებულით აიღო, „ასავალ-დასავალისა" და „ცეკავშირის" ადვოკატის შიმშილობის შესახებ კრინტს არ ძრავენ, ურჩევნიათ იქექონ მავანთა ნიფხვებსა და ბიუსტჰალტერებში, ვიდრე ადვოკატის საპროტესტო აქცია გადაიღონ, მაგრამ ყველას ავიწყდება ერთი რამ - როგორც კი მამუკა ნასყიდ ტელევიზიებს არ გადაუხდის, როგორც კი ვიღაცას მისი ძღვენი შემოაკლდება, ხაზარაძეს ისე დაერევიან და შეჭამენ, როგორც ბებერი მგელი ტოტია შეჭამეს თავისმა გამოზრდილმა მშიერმა ლეკვებმა და ისევ „ასავალ-დასავალის" დასაცავი შეიძლება გახდეს. აკი, ისედაც ყოველთვის ვიყავით მზად, მისთვისაც მიგვეცა სიტყვა, მან კი ერთბაშად სასამართლო სარჩელი აგვიფრიალა!


უამრავი ადამიანი დავთვალე „თიბისი ბანკის" „ვერხუშკაში" და ამ ხალხიდან თქვენზე, ბადრი ჯაფარიძეზე შევაჩერე ყურადღება, რადგან მამუკა ხაზარაძის სიძე და „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებით.


ისიც მამცნეს, რომ ჭეშმარიტი ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების დამფასებელი ხართ და ყურებში თითებს იცობთ, როდესაც დედა-სამშობლოსა და დედა-ეკლესიის მაგინებელ „საბას" პრემიის ლაურეატებს უსმენთ; გზარავთ ის სამარცხვინო ბაკქანალია, რომელიც ამ „ტუალეტის მჯღაბნელებმა" საქართველოში გამართეს; უფრო მეტიც, ნიადაგ ჩასჩიჩინებთ ცოლისძმას - მამუკა, გაანებე თავი „ასავალ-დასავალს", გავიდეთ ამ ფრონტიდანო, მაგრამ იგი, ერთი ჩვენი მომჩივანის მსგავსად, სამგლე გოჭივით გახლავთ ატეხილი და, როგორც აკაკი კვანტალიანის კინოგმირ ვარდენს აქვს ჩახვეული - „გავგიჟდები, გავგიჟდები!", მამუკაც ზუსტად ისე გაიძახის - „ასავალ-დასავალი" უნდა მოვსპო, უნდა გავანადგურო, უნდა დავხურო!.."


მოკლედ, შორს აღარ არის ის დრო, როცა მამუკა ხაზარაძე ჩვენს წინააღმდეგ ან ტიბეტელ შამანებს დაიქირავებს, ანდა ადვოკატ ქეთი ქვარცხავასთან ერთად „ასავალ-დასავალის" რედაქციის წინ დადგება და შეგვილოცავს - „ალიხე, მალიხე, სალიხე!.."


ბატონო ბადრი, ვიცი, რომ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდით და ზვიად გამსახურდიას ადგილობრივი მმართველობის ბიუროში რაჭის კურატორად დაუნიშნიხართ. მერე მგონი, უზენაესი საბჭოს დეპუტატიც გამხდარხართ „მრგვალი მაგიდის" სიით...


ერთი სიტყვით, იმ დროს, როცა თქვენს ცოლისძმას - მამუკა ხაზარაძეს, ჩვენი რესპონდენტების მტკიცებით, გულისჯიბეში ლენინის თავმოჭრილი დამღით დამშვენებული კომკავშირის ბილეთი ედო და სულმნათ მერაბ კოსტავას „გეპეის" პირველი კორპუსის წინ ხელებს უქნევდა, ამ სიბინძურეში არ გარეულხართ!


თქვენს ცოლისძმას ნერვები აშკარად ღალატობს, ბატონო ბადრი, რაც გუშინწინ დაამტკიცა კიდეც. რომ მეგონა, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კაცთან მქონდა საქმე, რომელიც თავისი ინტელექტითა და მაღალი ერუდიციით გაიბრწყინებდა, სასამართლო პროცესზე ხელში შეგვრჩა ერთი დაბოღმილი, ამპარტავანი და მატყუარა ჩარჩი, რომელსაც ისევე აქვს დამთავრებული ჰარვარდი, როგორც სულელმა სააკაშვილმა დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი და დღემდე არ იცის, რომ ჰაერის ტენიანობა გრადუსობით კი არა, პროცენტობით იზომება!


ბატონო ბადრი, თქვენ, ვისაც ზვიად გამსახურდიას თავისუფალი საქართველოს ჰაერი აქვს ნასუნთქი, არ შეიძლება, მართლაც მოგწონდეთ ცოლისძმის ის სასაცილო თუ სატირალი ახირება, რაც „თიბისი ბანკისა" და მის მიერ „უბორნიის პოეტებისა" და „ტუალეტის მჯღაბნელების" დაფინანსება-რეკლამირებაში გამოიხატება.


არ შეიძლება, იმ ფრიად პატივცემული ადამიანებიდან, რომლებიც „თიბისი ბანკის" „ვერხუშკას" ქმნიან, მამუკა ხაზარაძის მსგავსად, თუნდაც ერთი კაცი მაინც იზიარებდეს ავადმყოფი და ტვინმოღრეცილი ლაშა ბუღაძის „ნააზრევს", რომლის თანახმადაც განათლების მისაღებად ტუალეტი ყველაზე საუკეთესო ადგილი!


არა მგონია, ეს პატივცემული ადამიანები მამუკა ხაზარაძეს იმიტომ ემსახურებიან, რომ თავიანთი შვილები განათლების მისაღებად ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰაიდელბერგისა და ლომონოსოვის უნივერსიტეტებში კი არა, ლაშა ბუღაძისა და რატი ამაღლობელის „უბორნიაში" გაგზავნიან სასწავლებლად.


ბატონო ბადრი, შეაგონეთ მამუკა ხაზარაძეს მისი იდეური მტრის - ზვიად გამსახურდიას სიტყვები, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", მაგრამ არა „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ!

 

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016