ნანა კაკაბაძე პრეზიდენტობის კანდიდატებს კატეგორიულად სთხოვს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პირმა დაითხოვოს პარლამენტის მთელი შემადგენლობა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მისი მოთხოვნის შეუსრელებლობის შემთხვევაში კი, ახალ არჩეულ პრეზიდენტს პერმამენტული აქციების ჩატარებით ემუქრება.
ნანა კაკაბაძის მიმართვას ჯერ არ არჩეული პრეზიდენტისადმი უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ შევალთ ინიციატივით ცესკოში, რომ დაგვირეგისტრიროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეფერენდუმი ან პლებისიტი. ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომ ვინც ამას არ დაუჭერს მხარს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ კამპანიას ამ პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ. პარლამენტში არის 40 %-ით „ნაციონალური მოძრაობა" რომლისთვისაც ხალხს ხმა არ მიუცია და პარლამენტში არიან პოლიტიკური პარტიები, რომელიც ხალხს არ აურჩევია. მათ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთოდ არ არის პარლამენტში. ის რომ ეს პარლამენტი ხალხს არ აურჩევია იქიდანაც ჩანს, რომ არაფერი არ არის გაკეთებული ამ 9 თვის განმავლობაში. კოჰაბიტაციაშია დანაშაულებრივ რეჟიმთან და ხალხი სამართლიანობის აღდგენას ვერ ახერხებს. სამსახურებიდან გამოყრილები არიან. ჩვენ ვეუბნებით ახალ პრეზიდენტს ვინც არ იტყვის, რომ მოსვლისთანავე დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი მოძრაობა დაიწყებს მის წინააღმდეგ კამპანიას."