ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბიუჯეტის შესრულებას არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში პრობლემა არ აქვს
ავტორი: თაკო საკანდელია
18 მარტი, 2015. 15:11
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულებას არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში პრობლემა არ აქვს.
„დღეს არის 18 მარტი და თავისთავად ცხადია, რომ ორი კვირაა დარჩენილი პირველი კვარტლის დასრულებამდე. ამ ორი კვირის განმავლობაში შემოვა გადასახადები. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ აქვს არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში. მეტსაც გეტყვით, თებერვალში დაფიქსირდა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 15%-იანი ზრდა. რაც დაახლოებით 4-4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტოლფასი იქნება. ასე რომ, დაველოდოთ პირველი კვარტლის დასრულებას და ნუ ვიქნებით ძალიან პესიმისტები", - განაცხადა ხადურმა.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00