reportiori.ge - სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭები გაიხსენეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 08:13
"რეპორტიორის" თვალით...
სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭები გაიხსენეს
18 მარტი, 2015. 19:55



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის ორგანიზებით, 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნის საღამო ჩატარდა.



შეხვედრა აფხაზეთის ომის ვეტერანის, მწერალ ზურაბ ლეშკაშელის ინიციატივით გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა სამედიცინო უნივერისტეტის ეზოში დაღუპული მეომრების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.



დაღუპული გმირები: გიორგი მიროტაძე, ვასილ კილაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე, ილია მელაძე და რევაზ მუმლაძე შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა. საღამოზე რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, გია ყარყარაშვილმა, დავით თევზაძემ, ზაირა მიქატაძემ და ზურაბ ლეშკაშელმა მოწვეულ სტუმრებს და დაღუპულების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართეს.



საღამოს დასასრულს,  სამედიცო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში დათო ტურაშვილის „კუნძული შავ ზღვაში" მიხედვით სპექტაკლი დაიდგა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ" აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვნა.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016