ემა დ'სილვამ ტოდი მაშინ გადაარჩინა, როცა ის 4 თვის მელის ლეკვი იყო. ტოდი ამჟამად 11 თვისაა და პატრონს შეჩვეული შინაური ცხოველივით იქცევა: მელაკუდა საბელით სეირნობს, ემას ორ ძაღლს ეთამაშება და კუდს მოუსვენრად აქიცინებს, როცა ჭამის დროა.
ემა ამბობს, რომ ქუჩაში სეინობისას ტოდი ხალხის ყურადღების ცენტრში ექცევა და მისი მოფერების მსურველიც ბევრია.
პატრონის თქმით, მელა ჰიპერაქტიურია და ყველაფერში ძაღლებს ბაძავს: „ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რასაც ძაღლები აკეთებენ, მაგრამ შორს წასვლის ნებას ვერ ვაძლევ, რადგან ყრუა და არ ესმის როცა ვეძახი."
ემა მელას გარდა კიდევ 40 ცხოველთან ერთად ცხოვრობს, რომელთა შორის ენოტი, სკუნსი, ხვლიკები და გველები არიან. ქალს ცხოველები სკოლებში და მოხუცთა თავშესაფრებში დაჰყავს, რათა ეს არსებები სხვებსაც გააცნოს.
(წყარო: goodnews.on.ge)