reportiori.ge - „დავით კეზერაშვილის გამოგზავნილი თანხა დაიკარგა და ახლა „ნაციონალები“ ხოცავენ ერთმანეთს, - ვინ „მოტეხა“ აქციებისთვის გამოგზავნილი 52 000 ევრო?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„დავით კეზერაშვილის გამოგზავნილი თანხა დაიკარგა და ახლა „ნაციონალები“ ხოცავენ ერთმანეთს, - ვინ „მოტეხა“ აქციებისთვის გამოგზავნილი 52 000 ევრო?
ავტორი:
19 მარტი, 2015. 14:00

 

 

 

15 მარტს „ნაციონალებს" ზუგდიდში უფრო დიდი პროვოკაციის მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი, ვიდრე აკაკი მინაშვილისთვის კომბლის ჩარტყმა იყო. შეგახსენებთ, როგორც „ნაციონალები" ამტკიცებენ, „ქართული ოცნების" წევრები მათ ოფისში შეიჭრნენ, მინაშვილს კომბალი ჩაარტყეს, შემდეგ კი „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" (ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის არასამთავრობო) შენობის მინები ჩალეწეს. როგორც ამბობენ, თავდასხმაში ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აკაკი მინაშვილის თქმით, ამ შეხლა-შემოხლისას 11 ადამიანი დაშავდა. ამას წინ უძღოდა ანი ნადარეიშვილის მუქარა, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან ცოტა დროღა დარჩა და 21 მარტს მთელი სამეგრელო თბილისში ჩამოვა.


რამდენად რეალურია ნადარეიშვილის მუქარა, ამას ორ დღეში ვნახავთ, მაგრამ, როგორც ახლა ირკვევა, „ნაციონალებს" სამეგრელოსთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, აკაკი მინაშვილი ზუგდიდში ორი საქმისთვის იყო ჩასული: პირველი - მას ჯერ დავით კეზერაშვილის მიერ გამოტანებული 52 ათასი ევრო უნდა წამოეღო, რომელიც დათა ახალაიამ გადასცა თავის კაცს და ამ კაცმა შემოიტანა სამეგრელოში „ქეშად"; მეორე - ფულის ნაწილი უნდა დაეტოვებინა ზუგდიდში მდებარე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", რათა 21 მარტისთვის გამოეყენებინათ, ნაწილი კი თბილისის ცენტრალურ ოფისში უნდა მიეტანა.


ჩვენ უკვე ვწერდით, რომ 21 მარტის აქციას ძირითადად აფინანსებენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები. ახლა კი ირკვევა, რომ სამეგრელოს დაფინანსება თავის თავზე აიღო დავით კეზერაშვილმა და ფულს დათა ახალაიას ხელით აგზავნის საქართველოში.


კულუარებში ამბობენ, თითქოს ახალაია ამჟამად კიევში იმყოფება, მაგრამ ის სინამდვილეში საბერძნეთშია და იქიდან ამარაგებს „ნაციონალებს" თანხებით. ერთი სიტყვით, როგორც სანდო წყარო ამტკიცებს:


„დავით კეზერაშვილის გამოგზავნილითანხა დაიკარგა და ახლა „ნაციონალები" ხოცავენ ერთმანეთს. დათა ახალაიას ტიპმა ჩამოიტანა და აკო მინაშვილისთვის უნდა გადაეცა ზუგდიდში. ეს ტიპი ამბობს, მინაშვილს გადავეციო, მაგრამ აკომ პარტიაში არ მიიტანა, რომ ცენტრალიზებულად განაწილებულიყო. ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, თენგიზ გუნავა და აკო მინაშვილი არიან გარეულები. როგორც ჩანს, ფული ამათ „მოტეხეს".


ბუნებრივია, აქ ჩნდება კითხვა: როგორ შემოიტანა დათა ახალაიას კაცმა ამხელა თანხა, როგორ მოახერხა მან საზღვარზე გამოვლა მშვიდობიანად? წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უცხოეთიდან შემოსული პიროვნება არ იჩხრიკება, დასაშვებია ნებისმიერი თანხის შემოტანა, თუ დეკლარირებას აკეთებ, მაგრამ ჯიბეებს არავინ გიჩხრეკს. მოდით, ჩავიხედოთ „საქართველოს სასაზღვრო კანონში" და ვნახოთ, რა წერია მე-13 მუხლში? შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოში შემომსვლელ პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობისა და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:


„საზღვარგარეთიდან მომავალი ტრანსპორტის შემოწმება ხდება მფლობელის (მისი წარმომადგენლის) ან ამ ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის თანდასწრებით. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში ტრანსპორტის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, მესაზღვრეებს შესამოწმებლად წარუდგინოს ტრანსპორტი, მისცეს მათ შესაძლებლობა, გახსნან დალუქული ვაგონი, ავტომობილი, კონტეინერი, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის სხვა სათავსები".


თუკი „სასაზღვრო კანონი" ზოგადია, ამ საკითხს უფრო აკონკრეტებს „საბაჟო კანონი". როგორც ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სერგო ჯავახიძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც წესრიგში აქვს დოკუმენტები, ჯიბით შეუძლია  ემოიტანოს 30 ათასი დოლარი და შესაბამისად მიუთითოს დეკლარაციაში. თუ მეტი აღმოაჩნდება, დაჯარიმდება და მოხდება თანხის კონფისკაცია. ჯავახიძის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში დათა ახალაიას მიერ გამოგზავნილ კაცს შეეძლო, ჯიბით შემოეტანა 30 ათასი დოლარი, ხოლო დანარჩენი ბარათით. თუ 52 ათასი ევროს შემოტანა მოახერხა და დეკლარირება არ გაუკეთა, მაშინ გამოდის, რომ გაუმართლა.


ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ვიღაცამ ეს მოახერხა, მაგრამ თანხა ვერ მივიდა „ნაციონალებამდე". სხვათა შორის, ჩვენ მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის აქაურ ბანდაში სხვა მხრივაც „ტყდება" თანხები და ამის გამო არსებობს გარკვეული დაპირისპირებები. „ნაციონალების" აქტივისტები უკვე ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ შიგნით ვიღაც-ვიღაცებმა მშვენივრად აიწყვეს ცხოვრება, ხოლო მათ გზის ფულსაც არ აძლევენ. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამის გამო დაეჯახა მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას და კიდევ რამდენიმე ლიდერს, რომლებსაც სულ ყ...ები ეძახა - ფული მოდის უკრაინიდან, კეზერაშვილისგან, უგულავასგან, მერაბიშვილისგან და ცოტა ხნის წინ თუ 50-60 ათასი კაცის გამოყვანაზე ლაპარაკობდნენ, ახლა მაქსიმუმ 30 ათასზე ჩამოვიდნენ, რადგან დასარიგებელი ფული აღარ ჰყოფნით. ზუგდიდის ინციდენტამდე „ნაციონალებს" იმედი ჰქონდათ, რომ მომიტინგეთა დიდ ნაწილს სამეგრელოდან ჩამოიყვანდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, 52 ევროს ასავალ-დასავალი ვერ გაარკვიეს. წყაროს ინფორმაციით, „ტიპი, რომელმაც ფული შემოიტანა, უკვე გაქრა", ალბათ, უკან გაბრუნდა. ამის გარკვევა უკვე „ნაციონალების" თავის ტკივილია და უახლოეს ხანში გამოიძიებენ, ანუ არავის არაფერს შეარჩენენ.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016