reportiori.ge - ირინა იმერლიშვილი: უწყებათაშორის კომისიაზე, ყოველ ჯერზე, საუბარია როგორ შეიძლება შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი უკეთესობისკენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:07
პოლიტიკა
ირინა იმერლიშვილი: უწყებათაშორის კომისიაზე, ყოველ ჯერზე, საუბარია როგორ შეიძლება შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი უკეთესობისკენ
14 ოქტომბერი, 2013. 13:02

საპარლამენტო ოპოზიცია ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი სხდობემს, პოლიტიკური დაპირისპირებისთვის იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ კომისია არის ეფექტური მექანიზმი იმისათვის, რომ წინასაარჩევნო გარემო გამჭვირვალე იყოს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ არაერთხელ მიმართეს კომისიას საჩივრით, განცხადებებითა და დარღვევებზე მინიშნებებით, თუმცა მათ შენიშვნებს რეაგირება არ მოყოლია.

„ჩვენი მხრიდან არაერთი წინადადება, საჩივარი, განცხადებაა შესული, ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ყველაფერს რეაგირება არ მოყოლია. ამას ემატება, კომისიის სხდომაზევე, ჯგუფის თავმჯდომარე - წულუკიანის განცხადებები, რომ მისი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის" განადგურება. პირდაპირ დავსვათ კითხვა, რა აზრი აქვს ამ კომისიაში ყოფნას? როცა უნდათ რომ გადაგიარონ და მაქსიმალურად ხელი შეგიშალონ საარჩევნო კამპანიაში.  " - აღნიშნავს, გიოგრი ვაშაძე.

ირინა იმერლიშვილის განცხადებით უწყებათაშორის კომისიაზე, მუდმივად საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს წინასაარჩევნო გარემო.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ არანაირი კანონდარღვევა არ იყოს, საუბარია არა კანონის კონკრეტულ დარღვევებზე, არამედ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს გარემო. ყოველ ჯერზე, როცა ვიკრიბებით უწყებათასორის კომისიაზე, საუბარია როგორ შეიძლება შეიცვალოს კოდექსი უკეთესობისკენ". - აღნიშნავს ირინა იმერლიშვილი.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016