რუსული მედიის ინფორმაციით, ჰიტლერის საფლავი ბრაზილიაში აღმოაჩინეს.
ცოტა ხნის წინ ადოლფ ჰიტლერის საფლავს ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფლის, მატუ-გროსუს სასაფლაოზე მიაკვლიეს. ადგილობრივების მტკიცებით, ადოლფ ლაიფციგის სახელით ამ სოფელში თვით ჰიტლერი იმალებოდა, ის რამდენიმე წლის წინ, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. არავინ იცის,შეესაბამება თუ არა სიმართლეს აღნიშნული ფაქტები,თუმცა არსებობენ რეალური ადამიანები, ვინც ამტკიცებს, რომ 1945 წლის 30 აპრილს მესამე რეიხის ბელადს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია და ის გასული საუკუნის 90-იან წლებში, 40 წლიანი დევნილობისა და მალვის შემდეგ გარდაიცვალა.
გამჭოლი მზერა და ულვაშები, რომელიც ძნელია არ იცნო! ადამიანი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ერთი-ერთში გავს, ამოუცნობი ემიგრანტი ევროპიდან. თითქმის, 40 წელი იგი სამხრეთ ამერიკის ქალაქებში დახეტიალობდა, იცვლიდა სახელებსა და საიდენტიფიკაციო ნომრებს. ამ უცნობის გარდაცვალების შემდეგ აეხადა გასაოცარ საიდუმლებას ფარდა, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო შეძრას...
(სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თეონა რამაზაშვილმა)