reportiori.ge - ილია II: ჩვენ ვდგავართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვართი და წმინდა ილია თერბიტელის ხალენი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:06
რელიგია
ილია II: ჩვენ ვდგავართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვართი და წმინდა ილია თერბიტელის ხალენი
14 ოქტომბერი, 2013. 14:31

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ამ წუთებში დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ სტუმრებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა სვეტიცხოვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
"ჩვენ ვდგევართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვრათი და წმინდა ილია თერბიტელის ხალენი. ჩვენ ვდგევართ ისეთ ადგილზე, სადაც მრავალი ქართველის სისხლი დაღვრილა და სადაც მრავალი მეფეები და პატრიარქი განისვენებს. დღეს ცა და დედამიწა ზეიმობს რა უნდა ვთხოვოთ უფალს? მადლი რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი". - აღნიშნა კათოლიკოს- პატრიარქმა.
ილია მეორემ  ისურვა, რომ არ დავკარგოთ მადლი და წყალობა უფლისა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ასევე აღნიშნა, რომ ყოველ ადამიანს და ერს აქვს თავისი ბედი. მისივე თქმით, ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და როცა ადამიანს გული წმინდა აქვს, მას მიენიჭება დიდი მადლი. 
"ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენ არ უნდა დავკრგოთ უფლისგან მონიჭებული და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს - ეროვნებას, ენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, იმ დროს როდესაც დედამიწაზე ასეთი ცვლილებები ხდება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. ჩვენ უნდა წავიდეთ სრულყოფისაკენ, მაცხოვარი ამბობს, იყავით სრულყოფილი ვითარცა მადლი ჩვენი სრულყოფილ არს. მამაზეციერის მსგავსად სრულყოფას ადამიანი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს სიტყვები მეტყველებს, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ისეთი საქმეები უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფა გაგრძელდეს ზეციურ ქვეყანაში" . - აღნიშნა უწმინდესმა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016