reportiori.ge - პროკურატურის ყოფილი მუშაკებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების პირობები მარტივდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:38
სამართალი
პროკურატურის ყოფილი მუშაკებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების პირობები მარტივდება
14 ოქტომბერი, 2013. 14:50

"სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" კანონში  ცვლილება შედის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამუშაო სტაჟის მოცულობა 20-წლამდე ჩამოდის და ყოფილ პროკურორებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფო კომპენსაცია არა მარტო საპენსიო ასაკის მიღწევისას მიიღონ, არამედ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც პროკურატურიდან მათი დათხოვნა დაკავშირებულია პირადი განცხადებით გათავისუფლებასთან, შტატების შემცირებასთან ან არჩევით თუ დანიშვნით ორგანოებში შეუთავშებელი თანამდებობის დაკავებასთან. აღნიშნული ცვლილებები ასევე შეეხებათ თავდაცვის, სასჯელაღსრულების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის სამინისტროების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში პროკურორის სპეციალობით მომუშავე პირებს. 
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურის ყოფილი მუშაკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია, თუ მას აქვს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ამ სპეციალობით მუშაობის 25-წლიანი სტაჟი და პროკურატურის სისტემიდან მისი დათხოვნა საპენსიო ასაკის მიღწევის გამო განხორციელდა.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, რომლის ამოქმედებაც 1 იანვრიდან არის დაგეგმილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას იწვევს. კერძოდ, პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 2014 წლის განმავლობაში მოსალოდნელია დამატებით 328 პროკურატურის ყოფილი მუშაკის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით 2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 1 800 000 ლარით გაიზრდება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016