reportiori.ge - „ნაცმოძრაობა“ - პოლიტიკური პარტია თუ ბანდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ნაცმოძრაობა“ - პოლიტიკური პარტია თუ ბანდა?
ავტორი:
20 მარტი, 2015. 11:33


ადამიანთა ორგანიზებული ერთობა თავისი არსით მრავალგვარი შეიძლება იყოს, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, რა აერთიანებს მას _ რწმენა, მრწამსი, ინტერესები, მიზნები, მოთხოვნები და ა. შ. ამაზეა დაფუძნებული რელიგიური, პოლიტიკური, პროფკავშირული, სამწერლობო და სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტული ორგანიზაციები. თითოეულ მათგანს საფუძვლად უდევს  იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს მათ ორიენტაციას, მოქმედების ფორმებსა და შინაარსს. თუ ეს იდეოლოგია ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაშინ მასზე დაფუძნებულ თითოეულ ორგანიზაციას აქვს არსებობის უფლება და ყველა ადამიანს შეუძლია, აირჩიოს ან არ აირჩიოს იგი.



ახლა სათაურში გამოტანილ «პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ»: არის თუ არა პოლიტიკური პარტია «ნაციონალური მოძრაობა»?


მოდი ვნახოთ, როგორ არის განსაზღვრული პოლიტიკური პარტიის ცნება ავტორიტეტულ საცნობარო ლიტერატურაში. ყველაზე გავრცელებული ენციკლოპედიური განსაზღვრება ასეთია: «პოლიტიკური პარტია არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების, კლასის ან სოციალური ფენის ინტერესებს, აერთიანებს მის ყველაზე აქტიურ წარმომადგენლებს და წარმართავს მათ ძალისხმევას გარკვეული მიზნებისა და იდეალების მიღწევისკენ».


პოლიტიკური პარტიები, თავის მხრივ, მრავალგვარი და მრავალრიცხოვანია, განსაკუთრებით ჩვენში, სადაც, როგორც ერთი ჩვენებური ემიგრანტი იტყოდა, სამი ქართველი ოთხ პარტიას ქმნის. პარტიები ერთმანეთისგან განსხვავდება პრინციპებით, რასაც განსაზღვრავს როგორც მათი იდეოლოგია, ისე ორგანიზაციისა და მართვის თავისებურებანი, ამიტომ არის ნებისმიერი პოლიტიკოსი ამა თუ იმ იდეოლოგიური მრწამსისა და შესაბამისი პრინციპების მქონე. კაცს, რომელიც პოლიტიკოსობს და ზუსტად განსაზღვრული პრინციპები არ აქვს, უწოდებენ პოლიტიკანს, რაც წესიერ საზოგადოებაში სალანძღავი სიტყვაა.


ახლა ვნახოთ, არის კი «ნაცმოძრაობა» პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერები თუ გამოჩენილი სახეები _ პოლიტიკოსები (რიგით წევრებზე ლაპარაკიც  არ ღირს, რადგან მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ხეირიანად ისიც არ იცის, რას ნიშნავს ტერმინი «ნაციონალური» და ის  «ეროვნული» ჰგონიათ).


ვის ინტერესს გამოხატავს «ნაცმოძრაობა» _ სრულიად საქართველოს საზოგადოებისას? გაურკვეველი ფუნქციისა და პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირებს 18-20-ათასლარიანი ხელფასები ჰქონდეთ, პედაგოგებისა და ექიმების  ხელფასი 300 ლარს არ აღემატებოდეს, ხოლო მოსახლეობის 70% უმუშევარი იყოს _ ეს არის ქართველი საზოგადოების ინტერესები?


იქნებ რომელიმე სოციალური კლასის ინტერესების გამომხატველია «ნაცმოძრაობა»?


მუშათა კლასის? ასეთი კლასი ჩვენში, ფაქტობრივად, არ არის და, რომც იყოს, განა მისი ინტერესი წარმოების განადგურება და უმუშევართა რაოდენობის კატასტროფული ზრდა იქნება? ცხადია, არა!


იქნებ გლეხობის ინტერესებს ემსახურებოდნენ «ნაცები»? სახნავ-სათესი მიწების ლამის ნახევარი უცხოელებს მიჰყიდეს, სოფლებს ტყე და საძოვრები წაართვეს, გუშინდელი გლეხები ქალაქში ჩამორეკეს დღიურ მუშებად და ისინი არიან «ნაცმოძრაობის» მხარდამჭერები?


ისე არაფერი გეტკინოთ!


«ნაცების» რიტორიკას თუ დავუჯერებთ, კაპიტალისტთა კლასი უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტად მათი საქმიანობით კმაყოფილი. სინამდვილეში კი  მეწარმეებს იმაზე უარესს, რაც მათ «ნაცებმა» დამართეს, დამპყრობელიც ვერ უზამდა. რეკეტი, ტერორი, ექსპროპრიაცია, შანტაჟი _ აი, მეწარმეების მიმართ «ნაცების» დამოკიდებულების მეთოდები. ასე რომ, «ნაცმოძრაობა» არც მემარჯვენე პარტიაა.


ინტელიგენციის ინტერესებს ხომ არ გამოხატავდნენ «ნაცები»? გაგეცინათ, ხომ? მეცნიერება და განათლება გაანადგურეს, ხელოვნება გადააგვარეს, მწერლობა დაარბიეს... ინტელიგენტთაგან ვინც რბევას გადაურჩა, გააბახეს. გაბახებულს კი, რასაც მოისურვებ, იმას გააკეთებინებ, მე შენ გეტყვი, ღირსებამ და თავმოყვარეობამ არ შეაკავოს! თუ გინდა, «მიშა მაგარიას» აბღავლებ, გინდა, მის სახელზე ლოცვას აღავლენინებ. გაბახებულს _ მომღერალს, მწერალს, მსახიობს თუ მეცნიერს, გინდა «ბრწყინვალების» ორდენი ჩამოჰკიდე და გინდა _ «ღირსებისა», ვერც ბრწყინვალებას შესძენ და ვერც ღირსებას!


ასე რომ, არც ინტელიგენციის პარტიაა «ნაცმოძრაობა»!


აბა, ვის ინტერესებს ემსახურება და რა აერთიანებს?


საკუთარი ინტერესები, მომხვეჭელობა და თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი.


რა აერთიანებს მგლების ხროვას? ერთმანეთის სიყვარული თუ მაღალი იდეალები? _ შიში, ბატონო, შიში! ხროვა ძალაა! მას თავისი კანონები აქვს. ხროვას, თუ მისი წევრი ხარ, ვერ უგანებ, შეგჭამენ! ან ერთად ყოფნა, ან დაღუპვა! _ აი, მგლური ბუნების კანონზომიერება.


სამწუხაროდ, ადამიანებიც ერთიანდებიან ამ მგლური კანონების მიხედვით და ასეთ გაერთიანებას ბანდა ეწოდება.


«ნაცმოძრაობა», რაც უნდა საწყენი იყოს ჩემი თანამემულეების ერთი ნაწილისთვის, ძალიან ჰგავს ბანდას. «ნაცმოძრაობის»  პარტიული ჰიმნი _ «ჩვენ ერთი გუნდი ვართ!» _ ბანდის ფსიქოლოგიის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.  ამ «გუნდის» საქმიანობამ სულ მალე დაამტკიცა, რომ მათ ლოზუნგს საერთო არაფერი ჰქონდა რაინდულ მორალთან «ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის!», იგი წმინდა წყლის კრიმინალური შინაარსის მქონე იყო. ეს სრულიად ნათლად გამოჩნდა გასული წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ საშინელ და წარმოუდგენელ დანაშაულში მხილებული «ნაცმოძრაობის» აქტივისტების დაჭერა სცადა. დაპატიმრების ყოველ მცდელობაზე ნაცბანდა ერთსულოვნად დგებოდა ყალყზე და ქვეყნის დამაქცევართ «ეროვნულ გმირებს», «აღმაშენებლებს», «ცოტნე დადიანებს» უწოდებდა. ბევრი მათგანი «ზურგზე თაფლის წასმასა» და პროკურატურის შენობის წინ ასფალტზე წამოწოლას გეგმავდა. «მეც დამიჭირეთ, მეც ერთი მათგანი ვარ!» (დროებით დაპატიმრებული ესა თუ ის «ნაცი» იგულისხმებოდა), ეს განა ბანდის მორალის გამოვლინება არ არის?


გუნდურობა, როდესაც იგი ამხანაგობასა და მეგობრობას გულისხმობს, ცუდი როდია. გუნდის წევრები ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ, მაგრამ უპირობო მხარდაჭერას მხოლოდ ბანდის მორალი უდევს საფუძვლად. აბა, მეგობართა წრიდან ვინმემ ამორალური საქციელი რომ ჩაიდინოს, მის ქმედებას მეგობრები არათუ გაამართლებენ, არამედ თავიანთი საძმოდან მოკვეთენ, როგორც უღირსს, რადგან ამხანაგობა-მეგობრობა ზნეობას ეფუძნება, ბანდის წევრობა კი _  უზნეობას.


«ნაცმოძრაობის» ადეპტები მკერდზე მუშტებს იბრაგუნებენ _ ჩვენ და ჩვენნაირმა «გმირებმა» კრიმინალური სამყარო ხერხემალში გადავტეხეთო (ქურდულ სამყაროს გულისხმობენ).


კი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ შეიძლება მართლაც მიაღწიეს წარმატებას და ეს არც არის გასაკვირი: ფაშისტებმაც გაანადგურეს ორგანიზებული კრიმინალური (ქურდული) სამყარო გერმანიასა და იტალიაში, მაგრამ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი არა, ძლიერ კონკურენტებს ხედავდნენ მათში და იმიტომ.


ბანდა, რომელსაც სახელისუფლო სადამსჯელო საშუალებები უპყრია ხელთ, ქურდულ გაერთიანებებს უსათუოდ მოერევა, რადგან ქურდული სამყაროს  მოქმედებას მაინც ზღუდავს გარკვეული წესები და კანონები, ბანდას კი ხელს არაფერი უშლის. «ბეზპრედელშინა» _ აი, მათი მოქმედების პრინციპი. «ნაცმოძის» ზეობის ხანაში არ არსებობდა ისეთი კანონი, რომელიც მათ გზაზე გადაეღობებოდა. თვით კონსტიტუციასაც კი ისე აუპატიურებდნენ, როგორც ორღობის კახპას. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და, რასაც მოვისურვებთ, იმას ვიზამთო, _ საჯაროდ განაცხადა «ნაცმოძრაობის» ერთ-ერთმა სახემ მათი ბატონობის დასაწყისში. «ნაცმოძრაობის» ბელადი ხომ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობდა, სახელმწიფო _ ეს მე ვარო! აბა, სხვა რა იყო, არაერთგზის რომ განაცხადა, აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის ბრძანება მე გავეციო.


ხელისუფლებაში მოსული (თუ მოყვანილი) ბანდა განსხვავდება ხელისუფლების გარეთ, საკუთარი თავის იმედად მყოფი ბანდისაგან. ამ უკანასკნელის წევრები თავზეხელაღებულები და უშიშარი ადამიანები არიან, მათ საკუთარი თავის მეტი დამცველი არავინ ჰყავთ. სახელისუფლო ბანდებში კი, ძირითადად, გულნამცეცა, რძენაწყენი, ბავშვობაში დაჩაგრულები ან სხვა რამის გამო დაკომპლექსებულები ერთიანდებიან. მათ ზურგს უკან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უზარმაზარი ძალოვანი მანქანა დგას _ პოლიცია, პროკურატურა, სოდი, კუდი და სხვ. ამიტომ არიან ისინი საშიშნი. ბოღმა, არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ მათ და ბიოლოგიური ზიზღი აქვთ სრულყოფილთა მიმართ. ამიტომ უცქერენ სიამოვნებით, როგორ სცემენ საქართველოს ხელ-ფეხშეკრულ სწორუპოვარ ფალავანს...


«ნაცბანდას» არ აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი, რა სურს, რისკენ მიისწრაფვის, რა არის მისთვის ძვირფასი და შეუქცევადი ღირებულება. საზოგადოება მისთვის არც არსებობდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სახალხო უკმაყოფილების გამომხატველ დემონსტრანტებს როგორ გაუბედავდა ერთ-ერთი ნაცბოსი ტელეეკრანიდან ამის თქმას: დედას გიტირებთ, სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებოო!  ასეთი რამის თქმას ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა, რადგან იმ წუთიდანვე შეწყდებოდა მისი გუნდის პოლიტიკური სიცოცხლე.


 არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის განცხადებამ,  «ნაცმოძრაობას» ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრებაო, მაშინვე გამოიწვია «ნაცების» უცხოელი პატრონების ლუსტრაცია _ არიქა, ჩვენ მიერ დაქირავებული «ნაცბანდა» (რატომ დაიქირავეს _ ამის გამოძიებას დიდი სიბრძნე არ სჭირდება) საერთოდ არ მოკვეთონ პოლიტიკიდანო და ატყდა ერთი ვაი-ვიში _ ზეწოლაო, დევნაო, დემოკრატიის საფრთხეო... უცხოელი «დემოკრატები» ისე «გადემოკრატდნენ», რომ სისხლის სამართლის დამნაშავისა და შარაგზის ყაჩაღის დაჭერის მცდელობა (მცდელობა!) დემოკრატიის ხელყოფად ჩათვალეს და ახალ ხელისუფლებას მუქარის წერილები გამოუგზავნეს.


ჩვენ მიერ არჩეულ დეპუტატებსა თუ მათ მიერ დანიშნულ მინისტრებს იქნებ შეეშინდათ კიდეც დასავლელი «დემოკრატების» მუქარისა, მაგრამ ჩვენ? ჩვენც უნდა გვეშინოდეს? მერედა ვისი _ ვიღაც პედარასტი და ლიბერასტი ნაძირლებისა?! ნუთუ ვეღარ უნდა ავირჩიოთ ისეთი  ხელისუფლება, რომელსაც თავმოყვარეობა ექნება და, საკუთარი ხალხის გარდა, არავისი შეეშინდება?!


აბა, რას ჰგავს საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი  მდგომარეობა? ტელეეკრანზე ყველაზე ხშირად ჩანან «ნაცბანდის» წევრები, რომლებიც ჩვენ მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასცინიან, ემუქრებიან და აპამპულავებენ.


მავანმა შეიძლება თქვას, _ თუ არ გინდა, სხვა არხზე გადართე ტელევიზორიო. სად გადართავ? ყველგან ეგენი არიან! საზოგადოებრივი მაუწყებელი და «რუსთავი 2» ხომ  მაგათია, სხვა არხებს კი ევროპელი დამკვირვებლებისა თუ მოთვალთვალეებისა ეშინიათ, «ნაცბანდის» უფლებების შეზღუდვა არ დაგვაბრალონო, და ყველაზე მეტ დროს «ნაცებს» უთმობენ.


ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, სრულწლოვან ქართველებს, გვაქვს თუ არა უფლება და უნარი იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობა პატივცემული ბუკიკიოსა თუ აპატურაის დაუკითხავად შევაფასოთ! დავიჯერო, დასავლელმა ექსპერტებმა უკეთ იციან, რა უკეთესად ხარობს ჩემს ბოსტანში, ხაშურში? ან ხარობს თუ არა რქაწითელი უშგულში?


 მე, ერთი რიგითი ქართველი, ჩვენს მდგომარეობას ასე ვაფასებ:


_ კრიმინალურ ბანდასთან, რომელიც ყველა სიავესთან ერთად, სამშობლოს ღალატშიც არის შემჩნეული, თანაცხოვრება, ანუ «დასავლური» კოაბიტაცია შეუძლებელია!


_ ეროვნულ ტრადიციებს, ეთნიკურ მენტალიტეტსა და მართლმადიდებლობასთან მებრძოლ «ნაცბანდასთან» თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია!


_ ქართული ენის უგულებელყოფაში, აბუჩად აგდებაში არაერთგზის შემჩნეულებთან, მამა-პაპათა სისხლითა და ოფლით მორწყული და მრავალსაუკუნოვანი ბრძოლით შენარჩუნებული მამულის გასხვისებაში ბრალდებულებთან ლოიალობა დანაშაულია!


«ნაცმოძრაობა», როგორც კრიმინალური ბანდა, უნდა გასამართლდეს და ამოიძირკვოს ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან! ვინც ამას ხელს შეუშლის, ისიც ნაცბანდის მორალის მქონე იქნება, ვინც უნდა იყოს ის _ აქაური თუ გადამთიელი!


ზურაბ ცუცქირიძე


P.S.  «მედასავლეთეები» დღენიადაგ იმეორებენ, _ საქართველოს სახლი ევროპაა, ჩვენი სახლი ნატოაო. საქართველოს სახლი საძებარი არასოდეს ჰქონია და არც დღეს აქვს, იგი თავის სახლში ცხოვრობს! თქვენ, უსამშობლო და უსახლკაროებმა, სადაც გინდათ, იქ შერგეთ თავი, თუ გსურთ, კვლავაც ნაცში («ნაცმოძრაობაში") დარჩით!


«მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი», _ სრული უაზრობაა. მე ვარ ქართველიო რომ იტყვი, მას არავითარი «მაშასადამე» აღარ სჭირდება. რაც შეეხება ევროპელობას, ევროპა-აზიის საზღვარი კუმა-მანიჩის ღრმულზე გაივლის თუ ქსენია ბიცოლას ბოსტანზე, ამით არც ქსენიას შეგნება შეიცვლება და არც ვანიასი.


 07/02/2014





 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016