დღეს, 20 მარტს, „თიბისი ბანკის" სათაო ოფისთან მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო აქცია ლოზუნგით „ხაზარაძევ, დააბრუნე!" გაიმართა. „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის წინააღმდეგ აქცია გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტებმა, უფლებადამცველებმა, მოშიმშილე ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ და მათმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა გამართეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მამუკა ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა. როგორც მოშიმშილე ადვოკატმა და აქციის სხვა მონაწილეებმა განაცხადეს, მათი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ხაზარაძე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს. აქციის მონაწილეები ხაზარაძეს ცეკავშირის შენობის უკანონოდ გასხვისებას ედავებიან.
მომიტინგეები მიმართავენ მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს მამუკა ხაზარაძის საქმე და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.
„ხაზარაძე - ციხეში! პროკურატურამ თაროებიდან ჩამოიღოს სისხლის სამართლის ის ორი საქმე, რომლებიც ხაზარაძის წინააღმდეგ დიდი ხანია აღძრულია, მაგრამ საქმეებს ბლოკავენ", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.