reportiori.ge - „ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა“ და „ქართულ თექას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:16
საზოგადოება
„ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა“ და „ქართულ თექას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
20 მარტი, 2015. 20:49




სასტუმრო „ვინოტელში" „ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა" და კომპანია „ქართულ თექას"  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს „ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის" მხრიდან ხელი  ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, მისმა სამეფო უმაღლესობამ პრინცესა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკიმ მოაწერა, „ქართული თექას" მხრიდან კი - ქ/ნ ქეთევან გაგნიძემ.



„ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის" მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს „ქართული თექას" მიერ შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს.



საქართველოში თექის დამუშავებას დიდი ისტორიული ტრადიციები გააჩნია.  არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი თექის ფრაგმენტები ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულით თარიღდება.



2011 წელს  გაკეთდა განაცხადი, „იუნესკოს"  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში  წარდგენილ იქნას ქართული თექის წარმოების ტექნოლოგია.



„ქართული თექას" ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთა და სამკურნალო თვისების მატარებელია. ბოლო დროს ,,ქართული თექას"  ნაწარმმა  ახალი სახე მიიღო. შენარჩუნებულია ტრადიციული ტექნოლოგია, ყოველივე ამან კომპანიის პროდუქციას  უნიკალურობა მიანიჭა.  თითოეული ნიმუში, კომპოზიციებით, დიზაინით და ფერთა გადაწყვეტით, ექსკლუზივია. ის აღიარება,  რასაც დღეს კომპანია „ქართულმა თექამ" მიაღწია, იძლევა იმის წინაპირობას, რომ ისტორიულად ქართულმა ფენომენმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს საგამოფენო სივრცეში.

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016