reportiori.ge - თორმეტი არასაპარლამენტო ორგანიზაცია, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:41
პოლიტიკა
თორმეტი არასაპარლამენტო ორგანიზაცია, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 10:36

პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებებს განიხილავენ. თორმეტი არასაპარლამენტო პარტია, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს არასამთავრობოებთან   შეხვერდას გამართავს.  განხილვის მთავარი თემა, წინასაარჩევნო გარემო და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

 "ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში შეიქმნა. შევხვდებით იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრებს ესწრებოდნენ და მიღწეული შეთანხმებები ახსოვთ. მათი მხარდაჭერის მიღების იმედი გვაქვს, რადგან ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი, შემდეგი პროცესის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

  არასაპარლამენტო ოპოზიციის მმართველ გუნდთან დავის საგანს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენს. კერძოდ, საუბარია პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის საკითხზე და კანონში იმგვარი ცვლილებების განხორციელებაზე, რომლის საფუძველზეც, ფინანსებს პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები მიიღებენ. ამ საკითზე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პოლიტიკურმა სუბიექტებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ჩაიშალა. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პარტიების დაფინანსების საკითხი თვითთმართველობის არჩევნებისთვის გადადო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016