reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ფილმში რა უნდა მოვიგონო ისეთი, რაც სააკაშვილს არ ჩაუდენია?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:29
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: ფილმში რა უნდა მოვიგონო ისეთი, რაც სააკაშვილს არ ჩაუდენია?
ავტორი:
23 მარტი, 2015. 14:46




გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში - „9+1", ყოფილი პრემიერის როლს 80 წლის ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს, სააკაშვილისას კი - 50 წლის ნიკოლას ქეიჯი, თავად ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს. საერთოდ, რა ეტაპზეა მსახიობების შესარჩევი კასტინგი და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან რა დეტალები მოხვდება ფილმში, რეჟისორი „კვირის პალიტრასთან" განმარტავს: 


- ფილმზე რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ - სცენარზე ჩამოყალიბების პარალელურად, მსახიობების შესარჩევი კასტინგი გამოვაცხადეთ. ლოკაციის ადგილებსაც ვარ­ჩევთ, სად უნდა გადავიღოთ სხვადასხვა სცენა... სცენარზე ბატონი ირაკლი სამსონაძე და მისი ჯგუფი, ასევე ბასა ჯანიკაშვილი, მუშაობენ და ამ პროცესში მეც ჩართული ვარ. ამასთან, სასცენარო კონკურსი „GDS"-მაც გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები აღმოვაჩინეთ. 


- უკვე მოფიქრებული გაქვთ, ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან რა დეტალები უნდა მოხვდეს სცენარში? 

 

- 2003 წლიდან დავიწყებთ, თუ რამ განაპირობა ამ კონკრეტული ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლა და, ბუნებრივია, დანარჩენ წლებსაც შევეხებით. 


- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის როლის შესასრულებლად - ენტონი ჰოპკინსს, სააკაშვილის როლზე კი ნიკოლას ქეიჯის მოწვევას გეგმავთ. 


- ეს დეზინფორმაციაა. მეტიც, მსგავსი საკითხი არც განგვიხი­ლავს. ენტონი ჰოპკინსი თუ სადმე ვახსენე, ფილმის გმირად კი არ მოვიაზრე, უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ნიჭიერი მსახიობია. ნიკოლას ქეიჯი კი არ მიყვარს და ასი წელი, როგორც მსახიობი, არ მაინტერესებს. უბრალოდ, ვიღაცამ მოიგონა, რომ ის სააკაშვილის როლს შეასრუ­ლებს. უმეცრებაა იმაზე საუბარიც, თითქოს ბიძინა ივანიშვილის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს, რადგან მსახიობი 80 წლისაა, ბიძინა ივანიშვილის ასაკი და გარეგნობა კი საქართველოში ყველამ კარგად იცის. 80 წლის მსახიობმა ახალგაზრდა მამაკაცის როლი როგორ უნდა შეასრულოს, ამას არავინ უფიქრდება? 

 

- მთავარ გმირებზე მეტად, საზოგადოე­ბის ნაწილს ალბათ, ის უფრო აინტერესებს, რამდენად დროული და მიზანშეწონილია დღეს მსგავსი ფილმის გადაღება? 


- გაუგებარია, როდესაც ამბობენ, ეს ფული ხალხს მოახმაროს ივანიშვილმაო. მსახიობები ადამიანები არ არიან? ოპერის,­ სპექტაკლისა თუ მხატვრობის შექმნის მიზანშეწონილობაზე საუბარი ზედმეტად მიმა­ჩნია. მაშინ, დავსვათ შეკითხვა: საერთოდ, სიცოცხლე და ხელოვნება რამდენად დროულია? 


- ფიქრობთ, რომ ფილმი ხელოვნების ნიმუში იქნება?

 

- არაერთი ფილმი გადავიღე და ჯერჯერობით არ მომისმენია პრეტენზია, რომ რომელიმე მათგანი უხარისხოა.  


- და იმის გამო, რომ გადაღება ბიძინა ივანიშვილმა შეგიკვეთათ, ფიქრობთ, რომ ფილმი არც ტენდენციური იქნება?

 

- ტენდენციური იქნება თუ არა, ეს მხოლოდ ჩემს სინდისზეა დამოკიდებული და არა სხვა ფაქტორებზე. უსინდისობაშიც მაინცდამაინც შემჩნეული არა ვარ... მოგეხსენებათ, ამ თემაზე დოკუმენტური ფილმი უკვე გადავიღე და ყველამ შეაფასოს,­ „დემ­ოკრატიის შუქურა" ტენდენციურია თუ არა. მერე რა, რომ ამ ფილმის გადაღება ბიძინა ივანიშვილმა დაგვიკვეთა? ის ტენდენციური ადამიანი არ არის. ქვეყანას მწამებლები რომ მოაშორა, ეს ტენდენციურობაა?! რა უნდა მოვიგონო ისეთი, რაც სააკაშვილს არ ჩაუდენია?! ტენდენციური იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ იმას დავაბრალებ ადამიანს, რაც არ გაუკეთებია, მაგრამ ვიმეორებ, რა უნდა დავაბრალო სააკა­შვილს, ბოკერიას, ლომაიას, მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას იმაზე უარესი, რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს? საზოგადოებამ იცის, რომ ახალაია პატიმრებს თავზე აშარდავდა და მეტი რა უნდა მოვიგონო? 


- ანუ ფილმში ეს დეტალებიც მოხვდება?

 

- ჯერ არ ვიცით, ვნახოთ... 


- დაახლოებით როდის დასრულდება ფილმზე მუშაობა?

 

- ფილმის გადაღება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და კონკრეტულ ვადაზე საუბარიც რთულია. 


რუსუდან შელია

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016