reportiori.ge - „კომედი შოუს“ მსახიობები ე.წ. კანონიერ ქურდებთან გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალაზე განმარტებას აკეთებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:16
საზოგადოება
„კომედი შოუს“ მსახიობები ე.წ. კანონიერ ქურდებთან გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალაზე განმარტებას აკეთებენ
23 მარტი, 2015. 19:04



„კომედი შოუს" მსახიობები საბერძნეთში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ. როგორც ვახო ბიჭიკაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, საბერძნეთში „კომედი შოუს"  ჯგუფი კლიპის გადასაღებად ჩავიდა, ე.წ. კანონიერი ქურდებს კი იქ სხვა ემიგრანტ ქართველებთან ერთად შეხვდნენ. ვახო ბიჭიკაშვილის თქმით, ისინი ე.წ. კანონიერ ქურდებს საბერძნეთში ჩასვლამდე არ იცნობდნენ.

იქ ქართველ ემიგრანტებს შევხვდით და CV-ს ხომ არ მოვთხოვდითო, -განმარტავენ „კომედი შოუს" მსახიობები.


 „ბუთქუნა და თამაზას" კლიპის გადასაღებად ვიყავით წასულები საბერძნეთში.  ძალიან ბევრი ქართველი ვნახეთ. მათ შორის იყვნენ ეს ადამიანებიც, რომელთან ერთადაც სუფრზე მოვხვდით. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, პატივი  გვცეს ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან საბერძნეთში. საბერძნეთში რომ ჩავედით, მაშინ შევხვდით ერთმანეთს, მანამდე არ ვიცნობდით. იქ არა მარტო კანონიერი ქურდები, ბევრი სხვა ადამიანიც იყო",- აღნიშნა ბიჭიკაშვილმა.


უფლებადამცველმა ზურაბ ქადაგიძემ „კომედი შოუს" წამყვანების ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, რომლებიც  ე. წ. კანონიერ ქურდებთან ერთად საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში, „ბიზანტიოში" არის გადაღებული. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, „კომედი შოუს'' წამყვანები ვასო ფხაკაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად რესტორანში მყოფ ერთ-ერთი პირის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.


კადრებში ფიგურირებენ  ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი, მეტსახელად „პაპუნა", ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა, მეტსახელად „დათო ჩერეპახა სამტრედსკი'', ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე, მეტსახელად „ლევან ტბილისკი'', ე.წ. კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშვილი, მეტსახელად „ბესო'', ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერიან  ჯავახაძე, მეტსახელად „ვალერი ქუთაისკი'', ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად „ლაზარე'', ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე, მეტსახელად „თავა''.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016