2 აპრილს, ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში პირველად ამ თეატრის ისტორიაში ორი ცნობილი ქართველი მომღერალი ერთად წარსდგება იაპონელი მსმენელის წინაშე, ვერდის გენიალურ ქმნილებაში "ბედის ძალა". ამ ჯერად ქართველი დრამატული სოპრანო იანო თამარ შეასრულებს დონა ლეონორას პარტიას, მან ამ როლით უკვე აღაფრთოვანა მიუნხენის შტატს ოპერის მსმენელი. ამ სცენაზე წარმატებული კარმენის დებიუტის შემდეგ მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე კი პრეციოზილას როლით წარსდეგება, რომელიც პირველად ვაშინგტონში შეასრულა 2013 წელს. სპექტაკლს უდირიჟორებს ახალგაზრდა ვენესუელელი დირიჟორი ხოზე ლუის გომესი. სპეკტაკლის რეჟისურა ეკუთვნის ცნობილ ესპანელ რეჟისორს ემილიო სახის.
სპექტაკლები ტოკიოს ნაციონალურ ოპერის სცენაზე გაგრძლედება 14 აპრილამდე.
ქეთევან ქემოკლიძე და იანო თამარ წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე როგორიცაა მილანის ლა სკალა, ბერლინის დოიჩე ოპერა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, ვენის შტატს ოპერა, ლონდონის კოვენთ გარდენი, ვენეციის ფენიჩეს თეატრი, ცურიხის საოპერო თეატრი, მიუნხენის შტატს ოპერა, არენა დი ვერონა, ბარსელონას ლისეუს თეატრი, მადრიდი სამეფო თეატრი, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრი და სხვა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)