ვარკეთილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის ლაშა ცანავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ტოვებს „ქართული ოცნების" რიგებს, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" სამგორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი პასუხობს:
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბატონი ლაშა ცანავა პარტიის რიგების დატოვებას აპირებს.რასაკვირველია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პარტიის რიგების დატოვება, ოღონდ არაცილისმწამებლური განცხადებების ფონზე. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მე ვესაუბრე ბატონცანავას და მან დამიდასტურა, რომ ის ნამდვილად არ იცნობს მის მიერ განცხადებაში მოხსენიებულმაღალჩინოსნებს. თუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებენ დაპარტიის რეპუტაციის შელახვით არიან დაკავებულნი, პარტიის რიგებს საკუთარი ნებით დატოვებენ, მეამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები",- ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ცანავა 2009 წლის 15 ივნისს თბილისში, დიღმის მასივში, ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში ვრცელდება.
ამასთან, პარტიის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ლაშა ცანავა ზონდერი იყო, რის გამოც მისი პარტიიდან გარიცხვა იგეგმებოდა, რის შესახებაც მისთვისაც გახდა ცნობილი და მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.