ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის, გოგა ძველაის ოჯახს ციხის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას დღეს აჩვენებენ. აღნიშნულ ვიდეომასალას ექსპერტიზაც ჩაუტარდება იმის დასადგენად, არის თუ არა კადრები უწყვეტ რეჟიმში გადაღებული.
ძველაიას ადვოკატის, ლედი ტუკვაძის თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო დერეფანში გადაღებული ვიდეომასალის ჩვენებაზე, თუმცა შემდეგ, სასაჯელაღსრულების უწყება ოჯახს დაჰპირდა, რომ გადასცემდა ვიდეოფირს პატიმრის ციხეში შესვლიდან ბოლო წუთამდე.
არასრულწლოვანი პატიმარი გოგა ძველაია ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გვამს დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა გარეგანი ექსპერტიზა ჩაუტარა და განაცხადა, რომ ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება.