reportiori.ge - მგელიაშვილი მოდის! მგელიაშვილი მოდის! - პირველი ნაცსაბოტაჟი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მგელიაშვილი მოდის! მგელიაშვილი მოდის! - პირველი ნაცსაბოტაჟი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ!
ავტორი:
25 მარტი, 2015. 16:04



სწორედ იმ დღეს და იმ წუთებში, როცა პარლამენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ქალბატონ ნინო გვენეტაძეს ირჩევდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ პროკურატორს, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გუშაგს როლანდ ახალაიას, რომლის სახელიც სამეგრელოსა და მთელ საქართველოში ათასგვარ უბედურებასთან, უკანონობასა და დანაშაულთან არის ასოცირებული.


დიახ, მოსამართლე მგელიაშვილმა როლანდ ახალაია სრულად გაამართლა მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას - გულისხმობდა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.


კერძოდ, პროკურატურა როლანდ ახალაიას ედავებოდა, რამდენიმე ეპიზოდს იმასთან დაკავშირებით, რომ მან, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის დროს, სხვადასხვა პატიმრის ოჯახის წევრებს, ვითომდა საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, დიდძალი თანხები ჩაარიცხინა თავის მეგობარ ბიზნესმენ სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია „სანის" ანგარიშზე.


ამ ქმედებით, როგორც პროკურატურა აცხადებს, როლანდ ახალაიამ  „გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია".


როგორც მოგახსენეთ, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა როლანდ ახალაია ყველა ეპიზოდში გაამართლა!


პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს უსაფუძვლოს უწოდებს და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


ძვირფასო მკითხველო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ როლანდ ახალაიას გამართლება კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს და ქართული სასამართლო სისტემა კვლავ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების მიერ გაბახებული და ნამუსახდილია!


და კიდევ, საქართველოში პროკურატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს! დიახ, სასამართლო ნაცჯალათების მიმართ ამდენ გამამართლებელ განაჩენს რომ დაგიყენებს, პროკურატურა კი არა, უკაცრავად, მაგრამ, ან მთხლე ხარ, ან სახელმწიფოს წინააღმდეგ შეგნებულ საბოტაჟს ეწევი!


რადგან საბოტაჟი ვახსენე, აქვე უნდა აღვნიშნო - რბილად რომ ვთქვათ, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ როლანდ ახალაიას გამართლება ზუსტად იმ დღეს,როცა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა, ნაცხროვის პირველი სერიოზული საბოტაჟი იყო ქალბატონი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ!


ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, თბილისის სქაალაქო სასამართლოში როლანდ ახალაიას განარჩენის გამოცხადება წინა დღეს - 19 მარტს - იყო დაგეგმილი, მაგრამ, რატომღაც, ერთი დღით - 20 მარტისათვის გადადეს!


ანუ როლანდ ახალაიას გამამართლებელი განაჩენის გამოცხადება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის დღეს დაამთხვიეს!


ძვირფასო მკითხველო, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და აქ ზედმეტი განსჯა და ჩხიბვა საჭირო აღარ არის.


ახლა, რაც შეეხება პირადად მოსამართლე დავით მგელიაშვილს: ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა ნაციონალი და „თავისუფალზონელი" ავთანდილ კემულარია, ვინც „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას შუაგულ თბილისში, დღისით, მზისით, თავს დაესხა და პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


„ასავალ-დასავალის" ფურცლებზე უკვე ვწერდით იმის შესახებ, თავის ამ გადაწყვეტილებით სააკაშვილის რეჟიმის მონა-მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ჟურნალისტების ცემისთვის ნიხრი დააწესა და ნაცზონდერებს წვანე შუქი აუნთო - შეგიძლიათ, თქვენთვის მიუღებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდეთ, ამისათვის ციხეში არ გაგიშვებთ და მხოლოდ მცირეოდენ გირაოს ან ჯარიმას გაკმარებთო.


ცოტა ხნის წინათ მოსამართლე მგელიაშვილმა ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ზურაბ ჟვანიას საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომელმაც, როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების მიზეზად „გაზით გაგუდვა" დასკვნაში ისე ჩაწერა, რომ ჟვანიას ცხედრისათვის ექსპერტიზა, ფაქტობრივად, არცჩაუტარებია.


რამდენიმე დღის წინათ, კი როგორც გითხარით, მოსამრთლე მგელიაშვილმა როლანდ ახალაიაც სრულიად გაამართლა.


როგორც ჩანს, ეს მგელიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაცმოძრაობის მთავარი დასაყრდენია და ამთავითვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ უკვე დაპატიმრებულ თუ აწი დასაპატიმრებელ ნაცრეჟიმის წარმომადგენლებს, რომელთა საქმეებიც მგელიაშვილს დაეწერება, ეს მონა-მოსამართლე სრულიად გაამართლებს და პატიმრობიდან გაათავისუფლებს.


დიახ, მგელიშვილი ნაცმოძრაობის მიერ ოკუპირებული სასამართლოს ერთ-ერთი სახე და სიმბოლოა.


ამიტომაც, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, სადაც კი ამ მონა-მოსამართლეს მოჰკრავს თვალს - სასამართლო დარბაზში, ტელეეკრანზე თუ ქუჩაში - მაშინვე განგაშის ყვირილი უნდა ატეხოს - „მგელიაშვილი მოდის! მგელიაშვილი მოდის!"


ოღონდ ეს, იმ ქართული იგავისგან განსხვავებით,რომელშიც მწყემსი ბიჭი ცრუ განგაშს ტეხს - „მგელი მოდის, მგელი მოდისო!" - ნამდვილი განგაში იქნება.


დიახ, დღეს ქართული სასამართლო სისტემა ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაშია!


მას მგელიაშვილები და მოსამართლის მანტიაში გახვეული მგლების ხროვა აკონტროლებს.


ერთადერთი იმედი ახლა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძეა, რომელსაც მგელიაშვილების, ურთმელიძეებისა და სხვა ნაცმოსამართლეებისაგან სასამართლო სისტემის გასაწმენდად ქართველი საზოგადოების სრული და უპირობო მხარდაჭერა დასჭირდება, რასაც იგი აუცილებლად მიიღებს!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016