reportiori.ge - კობა ოთანაძე: ეს ნაძირლები ჩასაქოლები და ჩასახოცები არიან და რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს იმავეს ღირსია თავად ნაციონალური მოძრაობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:41
ინტერვიუ
კობა ოთანაძე: ეს ნაძირლები ჩასაქოლები და ჩასახოცები არიან და რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს იმავეს ღირსია თავად ნაციონალური მოძრაობა!
ავტორი:
25 მარტი, 2015. 16:15

 

 

 

საქართველოს შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი და სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, ავადსახსენებელი გენერალ-ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი, რომელმაც 2004 წლის 12 მარტს ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, ბარამიძესთან, დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან ერთად გლდანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას რუსული „ურალი" დააჯახა და მართლმადიდებელი მრევლი დაარბია, ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის!


წერილში თათუხაშვილი „იმედოვნებს", რომ სპეცრაზმები და ჯარი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას აღარ დაემორჩილება, ხოლო თავად, როგორც ეს 2003 წელს თბილისში და 2004 წელს აჭარაში მოხდა, სპეცრაზმელებთან და ჯართან ერთად ხალხის გვერდით დადგება! მუქარისშემცველი წერილის კომენტირების მიზნით საგანგებოდ დავუკავშირდით უშიშროების სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ყოფილ მეთაურს, თადარიგის პოლკოვნიკ კობა ოთანაძეს, რომელიც, როგორც საქვეყნოდ ცნობილია, 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხების ორგანიზების გამო", სოფელ გლდანის შესასვლელთან, გია კრიალაშვილთან ერთად საკონტროლო გასროლით დახვრიტეს, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. კობა ოთანაძე აცხადებს, რომ ავადსახსენებელი გოგი თათუხაშვილი ნაცების მონაა და მისი ნაომარი და მოგებული ომი არავის უნახავს!

 

- ბატონო კობა,რას იტყვით თათუხაშვილის წერილის შესახებ, რომელიც მან ღარიბაშვილს გაუგზავნა და პრემიერ-მინისტრსა და მთელ ქვეყანას, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა?


- დავიწყოთ იმით, რომ თათუხაშვილი არის სატანის მსახური და სამარცხვინოა, ეგ რომ საერთოდ ხმას იღებს! თათუხაშვილი ჯერ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო, მერევითომ დააწინაურა და მინისტრის მოადგილედ დანიშნა, ხოლო შემდეგ შინაგანი ჯარის სარდლობა ჩააბარა. ალბათ, გახსოვთ 2004 წლის სამარცხვინო საომარი კამპანია ცხინვალში. ქართველი ბიჭები რომ დაატყვევეს ოსებმა და ცხინვალში დააჩოქეს, აი, სწორედ ეგ იყო სააკაშვილისა და გოგია თათუხაშვილის შინაგანი ჯარი.


- თათუხაშვილის ჯარისკაცები იყვნენ ის საცოდავი ბიჭები?

 

- დიახ, მაგათი სარდალი იყო ეს სამარცხვინო თათუხაშვილი და ამიტომაც ვთქვი, ეგ ხმას როგორიღებს-მეთქი! გოგია თათუხაშვილი იმ სამარცხვინო ჯარის სარდალი გახლდათ, რომელმაც ერთი დღეც კი ვერ იომა რუსეთის წინააღმდეგ - ტყვიები გაისროლეს და მხედართმთავრის თამადობით სამარცხვინოდ გამოიქცნენ ომიდან. გოგია თათუხაშვილი ნურავის ემუქრება, თორემ ქართველი ხალხი გამოვა და თათუხაშვილსა და ნაციონალებს ყველას ერთად ჩაქოლავს!

 

- როგორ ფიქრობთ, თათუხაშვილმა მსგავსი წერილების წერა თავისი ნებით დაიწყო თუ მას ვინმე აქეზებს და აგულიანებს?

 

- რასაც თათუხაშვილი წერს, ეს შემთხვევითი არ გახლავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ - თათუხაშვილი არის სამარცხვინო პიროვნება, რომელსაც სამხედროებში, შეიარაღებულ ძალებსა და მეომარ ბიჭებში ავტორიტეტი არც არასოდეს ჰქონია და არც ექნება! თათუხაშვილს საქართველოსთვის არასოდეს უომია და მებრძოლებს ეგ კაცი არ უყვართ!


- რატომ?

 

- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სააკაშვილის მონაა, მეორეც - მაგ სამარცხვინო კაცს ყველა კეთროვანივით ერიდება, რადგან გლდანის ეკლესია დაარბია. საქვეყნო საქმეში, ომში, ეგ არსად გვინახავს. თათუხაშვილი ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე გამოწყობილი და ახლაც სულ იმის ცდაშია, ვინმემ შეამჩნიოს. თავიდანვე შეუძვრა სააკაშვილს და დღესაც სააკაშვილისა და ნაციონალების გვამშია შემძვრალი!

 

- ბატონო კობა, ერთგან მითხრეს, გლდანის ეკლესია მაშინ თათუხაშვილმა და ბოკერიამ სპეცრაზმელების ფორმაში გადაცმულ იეღოველებს დაარბევინესო! რა იცით ამის შესახებ?

 

- ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გლდანის ეკლესია თათუხაშვილსა და მის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაარბევინეს. ჩვენი უბედურება, იცით რა არის? ამ მთავრობის უნიათობით ნაციონალებმა და თათუხაშვილებისნაირებმა თავები რომ წამოყვეს და მორალს გვიკითხავენ. ეს ნაძირლები ჩასაქოლები და ჩასახოცები არიან და რაც ნაციონალებმა ქართველ ხალხს გაუკეთეს იმავეს ღირსია თავად ნაციონალური მოძრაობა!


- თათუხაშვილი თავისი ვაჟის გარდაცვალებას ამ ხელისუფლებას აბრალებს...

 

- დარწმუნებული ვარ, მაგის ბიჭი თვითონ ნაციონალებმა მოიშორეს, რადგან ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და გამოძიებასთანაც თანამშრომლობდა. წარმოიდგინეთ, მიშასთან რომ კაცი იქნება, მიშას საქმეები ექნება გაკეთებული და მერე ლაპარაკს დაიწყებს, ვის რაში სჭირდება? ამიტომაც მოიშორეს.

 

- ბატონო კობა, ჯარში მართლაც ისეთი განწყობაა, რასაც თათუხაშვილი წერს? სპეცრაზმელები და ჯარი შეიძლება, ამ ხელისუფლებას მართლა არ დაემორჩილოს?

 

- სიმართლე გითხრათ, საქართველოში პირველი სპეცრაზმის მეთაური მე ვიყავი, გულუას სახელობის სპეცრაზმს ვხელმძღვანელობდი, „ალფაც" ვიცი, „ომეგაც" და საქართვეელოში, თუკი ვინმე სპეცრაზმის სერიოზული მეთაურია, ყველას ვიცნობ. რასაც თათუხაშვილი წერს, რა თქმა უნდა, ჯარსა და სპეცრაზმებში ასეთი განყწობა არ არის, მაგრამ ამ მთავრობამ შეიარაღებულ ძალებსა და სპეცრაზმებში ისევ ის ხალხი დატოვა, ვინც მიშას გვერდით იდგა და ვინც 7 ნოემბერსა და 26 მაისს ჩვენ სისხლს სვამდა და გვტანჯავდა. ვინც ჩვენი საქმე შეთითხნა, ყველანი იქ არიან - მოსამართლეც და პროკურორიც!


- შეგიძლიათ, დაასახელოთ ის ჯალათები, რომლებიც სისტემაში დღესაც მუშაობენ?

 

- ძალიან ბევრის სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მაგალითად, სოდ-ის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, ვინც მე და ცხონებული გია კრიალაშვილი ჩაგვცხრილა და 26 მაისს ხალხი დაარბია, დღეს კარალეთში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სპეცრაზმის უფროსად ჰყავთ დანიშნული. ზვიად ხარაზიშვილი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებდა, უამრავი მკვლელობა, უბედურება აქვს ჩადენილი და არ არის გამორიცხული, თუ მიშა გამოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინვე გადავიდეს სააკაშვილის მხარეს! მე არ ვიცი, ეს ხელისუფლება რას ფიქრობს და რას უყურებს... ვინც კოდორის ხეობა მიატოვა და ტყვიის გაუსროლელად მტერს ჩააბარა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ისევ შტაბის უფროსია!


- ვინ არის ეს კაცი?

 

- ქარჩაიძე! კოდორის ხეობაშიც შტაბის უფროსი იყო და რაც გააკეთეს და როგორც დაიცვეს კოდორი, მთელმა საქართველომ იცის. ხარაზიშვილი, ქარჩაიძე და მისთანები არიან მოღალატეები და არ არის გამორიცხული, ამათაც უღალატონ და ისევ მიშას მიემხრონ. სპეცრაზმებსა და შეიარაღებულ ძალებში მეთაურების 80 პროცენტი სააკაშვილის კადრია! ალბათ, თათუხაშვილს რაღაც ინფორმაცია და იმედი აქვს, იმიტომაცწერს ასეთ წერილებს. ჩვენ, ვინც დაჭერილები და რეპრესირებულები ვიყავით, მიგდებულები ვართ, კაციშვილი არ გვეძახის, ახლოს არ გვიკარებენ და რაღაც რომ მოხდეს, ისევ ჩვენს ზურგზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა. ეს ხელისუფლება სავსეა მოღალატე ხალხით და ამიტომაც არის სიტუაცია ფეთქებადსაშიში! სპეცრაზმებიდან და შეიარაღებული ძალებიდან არ უშვებენ სააკაშვილის მონებს, რომლებმაც 26 მაისს და მანამდეც, საშინელებები ჩაიდინეს. ეტყობა, ჯვარი აქვთ დაწერილი! მილიონჯერ განვაცხადე ამის შესახებ და აღარ ვიცი, რა გავაკეთო.


- ბატონო კობა, თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ 2009 წლის 20 მაისს, როცა გლდანის შესასვლელთან ის უბედურება დატრიალდა და თქვენ და ცხონებული გია კრიალაშვილი ჩაგცხრილეს, გივი თარგამაძემ თქვენი მისამართით განახორციელა საკონტროლო გასროლა. მაინტერესებს, გივი თარგამაძე თქვენი ამ განცხადების გამო ერთხელ მაინც თუ დაიკითხა?

 

- დიახ, მერაბიშვილი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე იქ იყვნენ და თარგამაძემ საკონტროლო ტყვია დამახალა. მე გივი თარგამაძე დავინახე და თუ ასე არ არის, მაშინ გამოვიდეს და თქვას, ვინ განახორციელა ჩემს მიმართ საკონტროლო გასროლა! ამ ყველაფრის გამო თარგამაძე არავის დაუკითხავს და სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების უსუსურობისა და უნიათობის დასტური. აი, ამ უნიათობისა და უსუსურობის იმედი აქვთ სწორედ ნაციონალებს და თათუხაშვილს, რომელმაც უკვე მუქარით სავსე წერილების წერა დაიწყო.


- გივი თარგამაძეზე იმიტომ ჩამოვაგდე ლაპარაკი, რომ ამ დღეებში იგი ახალსკანდალში გაეხვა; კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პატრული რუსლან ბაზიაშვილი, რომელიც უკვე სისტემიდან დაითხოვეს, გივი თარგამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდა. გივი თარგამაძეს ნაცმოძრაობაში რა ფუნქცია აქვთ?


- ჩემი ინფორმაციით, გივი თარგამაძე ისევ ძალოვან სტრუქტურებს კურირებს და რა ინფორმაციებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შედის, იგივე ინფორმაციები სწორედ ბაზიაშვილებისა და მსგავსი „შპიონების" წყალობით, ნაცმოძრაობაშიც იყრის თავს! ამათ მხოლოდ ერთი ბაზიაშვილი აღმოაჩინეს და ამ დროს ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების 80 პროცენტი სააკაშვილის აგენტია! ხალხის მოსასყიდად ესენი იყენებენ ძველ კავშირებს და, უპირველეს ყოვლისა, ფულს, რომელიც ძალიან ბევრი აქვთ.


- ბატონო კობა, მივუბრუნდეთ გოგი თათუხაშვილის წერილს. თათუხაშვილი წერს: როგორც 2003 წელს თბილისში და 2004 წელს აჭარაში, საჭირო დროს ისე აღმოჩნდები ჯარისა თუ სპეცრაზმელების გვერდითო! 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს თათუხაშვილი რა ფუნქციას ასრულებდა?


- როგორც გითხარით, თათუხაშვილი სააკაშვილს შეუძვრა და გახდა მისი დაცვის უფროსი. მაშინ მაგათ სწორედფულით გადმოიბარეს და იყიდეს ჯარისა და სპეცრაზმელების გარკვეული ნაწილი.

 

- სხვათა შორის, თუ თქვენ იყავით გულუას სპეცრაზმის უფროსი, ერთ-ერთი პირველი, სწორედ გულუას სპეცაზმი გადახტა სააკაშვილის მხარეს და გამოცხადდა ნაციტების მიტინგზე...

 

- მაგ პერიოდში მე უკვე აღარ ვიყავი გულუას სპეცრაზმის მეთაური!


- აბა, მაშინ ვინიყო მიშას მხარეს გადამხტარი სპეცრაზმის მეთაური?

 

- მაშინ, ე.წ. ვარდების რევოლუციის დღეებში, გულუას სახელობის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის დღევანდელი გუბერნატორი ლევან შონია! ამიტომ გეუბნებით, რომ ასეთი ხალხი აქეთ-იქით დახტის, - აქეთაც არიან და იქითაც! ვეღარ გავიგე, ვინ რომელ მხარესაა...


- ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ნაცებმა ხელისუფლების იარაღით დამხობა სცადეს, რაც თათუხაშვილის წერილშიც კარგად ჩანს, თქვენ რას იზამთ?

 

- თუ სააკაშვილი და ეგ ნაძირლები ამას გაბედავენ, მაშინ ჩვენ, ძველი მეომრები, პოლიტპატიმრები, გამწარებული ხალხი გამოვალთ და დავდგებით ქვეყნის სადარაჯოზე! არ შეიძლება, სააკაშვილის სექტის დაბრუნება! ქართველი ერის უდიდესი სირცხვილი იყო, 9 წელი სააკაშვილი და მისი ბანდა რომ ითმინა და თუ ეს ნაძირლები ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს იქნება ჩვენი სიკვდილი და თავის მოჭრა! რა უნდა ამათ მოშორებას, რა უნდა საქართველოს ნაცებისგან გათავისუფლებას? მაგრამ ესენი არიან უნიათოები, უსუსურები და არაფრის მაქნისები! ეს ხელისუფლება ნაციონალებს მფარველობს და თუ ნაციონალები დაბრუნდებიან, მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების წყალობით!


დაწყებული ავღანეთიდან, ერაყიდან, აფხაზეთში, სამაჩაბლოში ყველგან ვიომე, მაქვს უზარმაზარი გამოცდილება, ვარ პროფესიონალი მეომარი, მაგრამ ეს ხელისუფლება ახლოს არ მიკარებს. სამაგიეროდ, ნაციონალებთან არიან ჩახუტებულები და ისინი, ვინც ქართველ ხალხს არბევდნენ, დაფასებულები ჰყავთ!


მოვუწოდებ პროკურატურას, დაჰკითხონ გივი თარგამაძე და დაადგინონ თუ თარგამაძე არა, მაშინ ვინ დამახალა საკონტროლო ტყვია? გივი თარგამაძე ჩემ წინ იდგა და მე ეს ძალიან კარგად მახსოვს. დაძრან ეს საქმე და დაიწყონ გამოძიება, სანამ გვიან არ არის! სპეცოპერაციის შემდეგ ხელებში, ფეხებსა და მკერდში მაქვს ნასროლი დაადგინონ,ვინ მესროლა!

 

- ბატონო კობა, „თიბისი ბანდის" უსტაბაში მამუკა ხაზარაძე გვიჩივის, - 160 ათასი ლარი უნდა წაგგლიჯოთ და „თავისუფალი ჟურნალისტიკა" უნდა განვავითაროო! როგორ ფიქრობთ, „ასავალ-დასავალი" თავისუფალი ჟურნალისტიკა არ არის?

 

- იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ციხეში ვიჯექი, მხოლოდ და მხოლოდ „ასავალ-დასავალის" წაკითხვას გვიკრძალავდნენ. სხვა გაზეთებზე არავითარი პრობლემა არ იყო, „ასავალ-დასავალს" ებრძოდნენ და ჩვენამდე არ უშვებდნენ. გლდანის მერვე საპყრობილეში „ასავალ-დასავალი", ფაქტობრივად, აკრძალულიიყო. „ასავალ-დაასავალი" არის ყველაზე მართალი გაზეთი, ყველაზე ეროვნული და პატრიოტული გაზეთი და მადლობა „ასავალ-დასავალს"!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016