reportiori.ge - ანუ დაიჭირეთ გივი თარგამაძე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ანუ დაიჭირეთ გივი თარგამაძე!
ავტორი:
25 მარტი, 2015. 21:24

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გამოავლინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ვინმე რუსლან ბაზიაშვილი, რომელიც შსს-ს ბაზაში დაცულ ინფორმაციას სისტემატურად აწვდიდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გივი თარგამაძეს.


მოკლედ, ბაზიაშვილი ბაზაში შევიდა და როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი - „მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომში აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა, ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა".


პატრულის თანამშრომელი ბაზიაშვილი, რომელიც ბაზაში შევიდა და მერე გივია თარგამაძეზე გავიდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.


თარგამაძე ადასტურებს, რომ შსს-ს ბაზიდან ბაზიაშვილმა მას მართლაც მიაწოდა ინფორმაცია, თანაც „ვასილიჩი" ხელისუფლებას იქით ემუქრება - ბაზიაშვილზე დევნა არ გააგრძელოთ და მაგ ჩემს აგენტს ბუზი არ აუფრინოთ, თორემ სულს ამოგხდითო.


ე.ი. რა ხდება, ძვირფასო მკითხველო, - ნაციონალურ მოძრაობას, როცა იგი ხელისუფლებაში იყო, ოპოზიციაში პოლიციის აგენტები ჰყავდა ჩანერგილი, ახლა კი, როცა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია, პოლიციაში საკუთარი აგენტები ჰყავს ჩანერგილი!


ამიტომაც არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა თუ სხვა სახელმწიფო უწყებებში დაცული საიდუმლო მასალა-დოკუმენტაცია, ფარული ჩანაწერები თუ სხვა - უპრობლემოდ ხვდება ჯერ ნაციონალების ხელში, შემდეგ კი - „რუსთავი-2"-ის ეთერში.


ერთი ბაზიაშვილი კი გამოავლინეს და სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ ვინ მოთვლის, ნაციონალებს კიდევ რამდენი „ბაზიაშვილები" თუ „ბოზიაშვილები" ჰყავთ პოლიციასა თუ სხვა სტრუქტურებში?!


ამიტომაც არის, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებას მუდმივად უკიჟინებს, სახელმწიფო სტრუქტურები და მეტადრე ძალოვანი უწყებები მაქსიმალურად გაწმინდოს ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისაგან.


დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ჯერკიდევ ბოლომდე ვერა აქვს გაცნობიერებული ის საფრთხე, რასაც ძალოვან უწყებებში ჩარჩენილი სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-ახალაიების კადრები წარმოადგენენ ქართული სახელმწიფოსათვის.


დიახ, ეს „ბაზიაშვილები"  თუ „ბოზიაშვილები" წარმოადგენენ ხელისუფლებაში დაბუდებულ „მეხუთე კოლონას", რომელიც პირველი შესაძლებლობისთანავე მზად არის, ღიად დადგეს რევანშისტი ნაცების მხარეს და ზურგში მახვილი ჩასცეს არამარტო ამ ხელისუფლებას, არამედ საქართველოსა და ქართველ ხალხს!


არაერთხელ დამიწერია და, სამწუხაროდ, ისევ მიწევს ამის გამეორება - თუ ეს ხელისუფლება ბოლომდე არ მოაშთობს საკუთარ რიგებში ნაცების „მეხუთე კოლონას", მაშინ მეხუთე ნომერი ნაცები მოაშთობენ ამ ხელისუფლებას.


წარმოიდგინეთ, ძვირფასო მკითხველო, მსგავსი შემთხვევა სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ მომხდარიყო და პოლიციის რომელიმე თანამშრომელი ოპოზიციის რომელიმე ლიდერისათვის შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გადაცემაზე რომ გამოეჭირათ, რას უზამდნენ? - მარტო ციხეში ამოლპობასაც არ აკმარებდნენ და ოჯახსაც აუწიოკებდნენ, სახლ-კარს გააყიდვინებდნენ, ქუჩის მათხოვრად დატოვებდნენ!


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურას საგანგებოდ მიმართა - დაუყოვნებლივ აღძარით სისხლის სამრთლის საქმე, თუ გამოძიებით გივი თარგამაძის დანაშაული გამოიკვეთება,უმკაცრესად დასაჯეთო.


ეჰ, ბატონო პრემიერო, გივი თარგამაძე ახლა კი არა, დიდი ხანია, დასაჭერია!


დასაჭერია არაერთ სიბინძურესა და დანაშაულში მონაწილეობისათვის, მაგრამ იგი დღეს პარლამენტში ზის და კიდევ იქით გემუქრებათ!


თუ გივი თარგამაძეს, საკუთარი აგენტურის მეშვეობით, შსს-ს ბაზაში  დაცული ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გზით მოპოვებაც შერჩა და ამ ხელისუფლებამ მას ამის გამოც პასუხი ვერ მოსთხოვა, მაშინ ამ ქვეყანაში სამართალი და კანონის უზენაესობა გივი თარგამაძის პირივით დაიკუმება და დაიხშობა!


დიახ, დაიჭრეთ გივი თარგამაძე!


გაწმინდეთ ხელისუფლება ნაცების „ბაზიაშვილებისა" თუ „ბოზიაშვილებისაგან"!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016