21 მარტის აქციის შემდეგ „ნაცმოძრაობაში" დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. გიგა ბოკერია ისევ პარტიის დატოვებით იმუქრება და სააკაშვილთან საქმის გასარჩევად ამ დღეებში კიევში აპირებს წასვლას. „ალიას" „ნაციონალებთან" დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ გუშინ ბოკერია ამერიკის საელჩოში იყო და იქ საელჩოს გავლენიან პირებს შეხვდა. სავარაუდოდ, ელჩს, რიჩარდ ნორლანდსაც შეხვდა და მისგან კონკრეტული დავალება წამოიღო. წყარო აცხადებს, რომ ბოკერიამ ამერიკელებისგან მხარდაჭერის გარანტიები მიიღო, თუ ის სააკაშვილს გაემიჯნება და ახალ პარტიას დააფუძნებს, მზრუნველობას არ მოაკლებენ. თუმცა, ეს როდის მოხდება, ჯერ არავინ იცის. ბოკერია „ნაცმოძრაობიდან" არათუ ხელცარიელი წასვლას არ აპირებს, სააკაშვილს „ნაცმოძრაობის" „ობშიაკიდან" სოლიდურ ფულსაც სთხოვს მომავალი პარტიის დასაფინანსებლად. ამის შესახებ „ალია" უკვე წერდა და დეტალებზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ბოკერია კიევში მიშასთან სწორედ ამ ფულთან დაკავშირებით სასაუბროდ ჩადის.
მიხეილ სააკაშვილი 21 მარტის შემდეგ ჭკუაზე რომ არ არის, ამის შესახებ არა მხოლოდ ქართული, უკრაინული მედიაც წერს. სააკაშვილი რწმუნდება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები არ გააჩნია და ეს სრულიადაც არ არის მისი თანაგუნდელების ბრალი, რომელთაც აბრალებს, რომ უუნარობა გამოიჩინეს და აქციაზე ხალხი ვერ გამოიყვანეს. არადა, ეს კრახი „ნაცმოძრაობის" 9-წლიანი სისხლიანი მმართველობის, სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების აღვირახსნილი, არაადამიანური ქმედებების ბრალია და მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხი ამ მარაზმატიკის მიერ ჩადენილ ავკაცობებს არ ივიწყებს და მას და მის პარტიას კატეგორიულად ემიჯნება. იცის, რომ მიშა ფულითაც კი ვეღარ მოისყიდის ხალხს აქციაზე წასასვლელად, მაგრამ თავისი მიქარული ახლა სხვას უნდა გადააბრალოს. მეტიც, ამ დღეებში მეტად სერიოზული ამბები მოხდა პარტიაში და სააკაშვილი ამაზე მთლად გაცოფებულია. 21 მარტის სასაცილოდ მცირერიცხოვანი აქციის შემდეგ, „ნაცმოძრაობის" რიგები უამრავმა ადამიანმა დატოვა. განსაკუთრებით თბილისის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონები აქტიურობენ. წყაროს ინფორმაციით, პარტია 1000 კაცზე მეტმა დატოვა და ეს კიდევ არაფერია. „ნაციონალების" დაახლოებით ორასზე მეტმა კოორდინატორმა უარი განაცხადა მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე. „ნაციონალთა" მთავარ ოფისში ვრცელდება ინფორმაციები, რომ დაახლოებით, ათიდან თხუთმეტი რეგიონის პარტიული ოფისის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები მიდიან პარტიიდან. „ნაციონალები" ამ ინფორმაციებს ბლოკავენ და ჯერჯერობით, არ ახმაურებენ. მოკლედ, „ნაცპარტია" იშლება და გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის ბრიყვი, რომ სამარეში ჩაჰყვეს სააკაშვილსა და მის პარტიას.
თუმცა, სანამ ბოკერია პარტიიდან წავა, ის კვლავ „ნაცებთან" ერთად გააგრძელებს ხელისუფლებასთან ბრძოლას და ეს ბუნებრივია. ბოკერიას ახალი პარტიაც, ცხადია, ხელისუფლების ოპონენტი იქნება და სანამ მას ახალი ფრონტიდან შეუტევს, მანამდე მასთან საბრძოლველად იმ რესურსს გამოიყენებს, რაც „ნაციონალებს" შერჩათ. ამით ბოკერია მოგებული დარჩება, რადგან რაც მეტად დაასუსტებს ამ ხელისუფლებას, თავის მტერს, მისთვის უკეთესი. მით უმეტეს, რომ მისი ერთი თეთრიც არ დაიხარჯება ანტისახელისუფლებო აქციებზე, „შავ პიარზე" და სხვა სახის ღონისძიებებზე. ეს დროებითი ზავი სააკაშვილმა და ბოკერიამ, როგორც თავად „ნაციონალებიც" ლაპარაკობენ, გუშინ დადეს. თუმცა, ბოკერიას თავისი პირობები ჰქონია სააკაშვილთან და მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდა ერთობლივ მოქმედებებზე. ხელისუფლების საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქციებს, ამიერიდან, გიგა ბოკერია და მისი გუნდის წევრები დაგეგმავენ, სააკაშვილის თანაგუნდელები კი მათ დავალებებს შეასრულებენ. ბოკერიას რაღაც განსაკუთრებული გეგმა არც აქვს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ნაციონალების" ერთადერთი და აუხდენელი მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება და რევოლუციის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. როგორც წყარო ამბობს, ბოკერია ამ მიზნის მისაღწევად ნაცად გზასა და მეთოდებს გამოიყენებს, ოღონდ უფრო აგრესიული ფორმებითა და საშუალებებით. ბოკერიას გუშინწინ ღამით შეუკრიბავს თავისი გუნდის ლიდერები და გარკვევით განუცხადებია, რომ ხალხის წონასწორობიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება მის ყველაზე მგრძნობიარე ნერვზე დარტყმაა ასეთი კი, ბოკერიას თქმით, ეკლესია და სასულიერო პირები არიან. გიგა ბოკერიას გეგმით, უნდა დაიწყოს ქართული ეკლესიის, პატრიარქის, სასულიერო პირების, მართლმადიდებლური სიწმინდეების არნახული შეურაცხყოფა. ბოკერია და მისი ფსევდოლიბერალი მიმდევრები, ამგვარ უბედურებებს მუდმივად სჩადიოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში, ამუხრუჭებდნენ, ხალხის მოთმინებას ბოლომდე არ სცდიდნენ, მაინც ეშინოდათ ხალხის რისხვისა. ახლა კი, ქართული ეკლესია კვლავ გახდა ამ ხალხის სამიზნე. შეთითხნილი ბრალდებებით შეეცდებიან, დაამცირონ პატრიარქი და სასულიერო პირები, სოციალური ქსელით გაავრცელებენ ეკლესიის შეურაცხმყოფელ ინფორმაციებს, ფოტოშოპირებულ კადრებს, სასულიერო პირების ვითომ მაკომპრომეტირებელ დამონტაჟებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს. ამ საქმეში ჩაერთვებიან კუდ-ის ის ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც ამის დიდი გამოცდილება აქვთ, თავის დროზე სწორედ ეკლესიისა და სასულიერო პირების კომპრომეტირებით იყვნენ დაკავებულნი და კუდ-ში იმ სამმართველოს, რომელიც ამ საშინელებებს სჩადიოდა, „მამაოების სამმართველოსაც" ეძახდნენ. ცხადია, პატრიარქის გარდა სამიზნენი ის სასულიერო პირები არიან, რომელთაც საზოგადოება ყველაზე მეტ პატივს სცემს, ენდობა, ვისი შეურაცხყოფაც, ხალხს მეტად გაამწარებს. ბოკერიას გეგმით, ამან უნდა ასწიოს „ანტინაცმოძრაობის" მუხტი, ისეთი ვითარება უნდა შექმნას, რომ „ნაცების" წევრებსა და მათთან ასოცირებულ არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხალხი ქუჩაში დახვდეს და სცემოს, რაღაც უბედურებები დამართონ მათ და ეს მართლა მოხდება. ბოკერიას უნდა, ხალხს კონტროლი დააკარგვინოს და რაც შეიძლება მეტი მათი მომხრე გახდეს მართლმადიდებელი მრევლის მსხვერპლი, ყოველდღიური ხასიათი მიეცეს მათ მომხრეებზე რელიგიური ჯგუფების თავდასხმას. ბოკერიას უთქვამს, საქმე იქამდე უნდა მივიყვანოთ, პატრიარქიც რომ გამოვიდეს და ხალხს სიმშვიდისა და აგრესიის შეკავებისკენ მოუწოდოს, ხალხი მაინც არ უნდა გაჩერდეს და სადაც ნახავენ ჩვენიანებს, ფეხქვეშ უნდა გაიფინონო. მოკლედ, ბოკერიას თავისიანები ფეხებზე ჰკიდია, ოღონდ წყალი აამღვრიოს. თუ მთელი ქვეყანა დაუპირისპირდება „ნაცმოძრაობასა" და მათთან ჩაბმულ არასამთავრობოებს, შესაძლოა, სისხლიც დაიღვაროს.
წყარო აცხადებს, რომ სწორედ ეს უნდა ბოკერიას, რომ რამდენიმე ადამიანი დაღუპოს და ეს არის გეგმის მთავარი ნაწილი. ამის შემდეგ, „ნაციონალები" გამართავენ აქციებს თავიანთი მომხრეების უფლებების დასაცავად. და აი, სწორედ ეს არის გეგმის მთავარი ინტრიგა. ქუჩაში გამოფენილ ამ უღმერთოებს რომ დაინახავს შეურაცხყოფილი ხალხი, მათ პატრიარქის მოწოდება მართლა ვეღარ შეაჩერებს, მიუვარდებიან და წიხლქვეშ გაიგდებენ. ამით „ნაციონალები" მინავლებულ პოლიტიკურ ტემპერატურას ასწევენ, ცხადია, მათ დარბევას საერთაშორისო საზოგადოების ნაწილიც დაგმობს და ამით შანსი უჩნდებათ, კიდევ ერთი აქცია დაგეგმონ, ცხადია, ორგანიზებული, მინიმუმ, ერთთვიანი სამზადისით. კვანძიც სწორედ ამ აქციაზე უნდა გაიხსნას. თუ „ნაცებს" მხარდამჭერები მოუვიდათ, უეჭველად გაიმართება კონტრაქცია და „ნაცებს" დაარბევენ. გიგა ბოკერიას სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის უთქვამს, მე იმდენს მოვახერხებ, რუსთაველზე ორ ხალხმრავალ ჯგუფს გამოვიყვან და თითოეული მათგანი მზად იქნება, მეორე კბილებით დაგლიჯოს, ეს არის მთავარი სამოქალაქო ომის დასაწყებად და ამას ჩემს თავზე ვიღებ, დანარჩენი კი ჩვენი სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისა და ეკლესიასა და რელიგიურ ჯგუფებში ჩანერგილი ჩვენი აგენტურის საქმეა, ეს ორი დაპირისპირებული მხარე თუ დაეჯახა ერთმანეთს, მერე პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს, მსხვერპლიც იქნება და ხელისუფლება სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავსო.
გიგა ბოკერიას თავისი და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის ასევე განუცხადებია, რომ მათ უნდა მოძებნონ ისეთი ადამიანები, ვინც მზად იქნებიან, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ყველანაირ სიბინძურეს მოაწერონ ხელი. ამ ხალხს ბოკერია სოლიდურ დაფინანსებას დაპირებია, გრანტების სახით. 30 ვერცხლის მოყვარული ბევრი გამოჩნდება ჩვენში, ეს უეჭველია და ფსევდოლიბერალთა ამქარს ბევრი ახალი არასამთავრობო შეემატება. „ნაცმოძრაობის" ოფისიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ გიგა ბოკერიას ამ გრანტებს, ქართულ ეკლესიასთან საბრძოლველ დაფინანსებას, ამერიკელები დაჰპირდნენ და სავარაუდოდ, ეს საკითხი ბოკერიას ამერიკის საელჩოში სტუმრობისას გადაწყდა. გიგა ბოკერიას ამ გეგმის დეტალები, ცხადია, მიხეილ სააკაშვილსაც სცოდნია და თანახმა ყოფილა, ეს საშინელება განახორციელონ. მეტიც, „ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილი არათუ თანახმაა, რომ ეს გეგმა შესრულდეს, ცხადია, ბოკერიაზე მეტად მოწადინებულია. მისი აზრით, ეს რევოლუციისა და შესაბამისად, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს გააჩენს. მეორეც, „ნაციონალთა" ოფისში არ მალავენ, რომ სააკაშვილი სიხარულითაც კი შეხვდა ამ გეგმას, რადგან მას ეკლესიასთან და პატრიარქთან თავისი ძველი ანგარიშების გასწორება უნდა. არ დამვიწყებია, 2012 წლის არჩევნების წინ მთელი ეკლესია ბიძინა ივანიშვილს რომ დაუდგა გვერდით, არჩევნებში ჩვენს დამარცხებაში ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის და თუ ისე გამოვა, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება და ეს ეკლესიას, მის ექსტრემისტულ ჯგუფებს დაჰბრალდებათ, ძალიან კარგი იქნება, ვნახოთ, მორწმუნე დაღუპულების მშობლებს რა პასუხს გასცეს პატრიარქიო.
მოკლედ, „ნაცები" ისევ სისხლისღვრისა და არეულობის გზებს ეძებენ, მზად არიან, თავიანთი უერთგულესი თანამებრძოლებიც კი გასწირონ, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. როცა ეს ბრძოლა გახურდება, ავანგარდში მიხეილ სააკაშვილი იქნება, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი გიგა ბოკერიაა, ეს არ დაგავიწყდეთ.
გიგა ბოკერია ამ ნაბიჯით არაფერს ჰკარგავს. თუ საწადელს მიაღწია, რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე რევოლუცია ააგორა და „ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მაშინ ის და სააკაშვილი ისევ შერიგდებიან და ხელისუფლებაშიც ერთად იქნებიან. თუ ამ გეგმამ კრახი განიცადა და წესით, ასეც მოხდება, ბოკერია მაინც ხეირში დარჩება. ამერიკელებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ერთგულებას. ასევე, ეკლესიასა და პატრიარქს თუ ოდნავ მაინც გაუტეხს სახელს, ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია და გამოდის, რომ წინ ერთ ნაბიჯსაც გადადგამს. მერე კი შექმნის პარტიას და ამერიკელებთან უფრო თამამად მივა მხარდაჭერის სათხოვნელად. გიგა ბოკერია წაუგებელ თამაშს თამაშობს, მაგრამ იმ უბედურ სააკაშვილს რა ეშველება, ეს არ ვიცი, ბოკერიაზე ჩამოსაკიდებლად რომ გაიხადა საქმე თავის დროზე, ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"