reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ მალე სხვა ყოფილ თანამდებობის პირებზეც აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:09
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ მალე სხვა ყოფილ თანამდებობის პირებზეც აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები
ავტორი:
26 მარტი, 2015. 14:00

 

 

 

ევროპარლამენტარებმა დაკავებებს დაასწრეს, რომ მერე მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ?


25 მარტს 17-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს მთავრობას აღვირახსნილი პროტესტი გამოუცხადა. აღვირახსნილი იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა და ხელების ფათური. თავხედობის მწვერვალზე ასულები არიან: რიჩარდ ჟარნეცკი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰეიდი ჰაიტალა - „მწვანეთა" პოლიტიკური ჯგუფის წევრი, სანდრა კალნიეტე - „ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა გომეში - სოციალისტ-დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი. და სხვები. ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილი გახდა, ემატება გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი. ამის მიზეზი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა. წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილება.


ხედავთ? თურმე საქართველოში ადგილი აქვს სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევას და გაჩაღებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც ჩანს, „ნაციონალურ" ტალღაზე აჟიტირებულ ევროპარლამენტარებს ან არ წაუკითხავთ, ან საერთოდ არ სმენიათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი გიორგი ბადაშვილს რეკომენდაციას აძლევს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება განაგრძოს. ეტყობა, ევროპარლამენტარებმა არც ის იციან, რომ პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან: სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი - ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი.


რასთან გვაქვს საქმე? რატომ მოდიან წინააღმდეგობაში პატივცემული საერთაშორისო პოლიტიკოსები საერთაშორისო პროკურორებთან?


„ალიას" იურისტი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:


- ამ პოლიტიკოსებს მაშინ დაუჯერებდა ქართველი ხალხი, თუ ისინი „ნაციონალების" ზეობის ხანასაც გააკრიტიკებდნენ, თუნდაც ერთ ფაქტზე ამოიღებდნენ ხმას, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე. სად იყვნენ, ძმაო, ეს ადამიანები, როცა საქართველო სისხლისგან იცლებოდა? ამიტომ მათი პროტესტი ძალიან ნაკლებად აღელვებს ქართველ ხალხს. ეგენი დასავლურ პოლიტიკას უკარგავენ ავტორიტეტს. ეს არის „ნაცმოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების შემოქმედება, სადაც აღნიშნული პოლიტიკოსები არიან გარეულები. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - ეს არის კანონიერი ქრთამი. მსოფლიო მასშტაბის სამი პროკურორი დებს დასკვნას, მეტი რაღა გინდა? მე მაქვს ინფორმაცია, რომ მალე სხვა ყოფილ თანამდებობის პირებზეც აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები სხვადასხვა მიმართულებებით. მე არ ვიცი, საბოლოო შედეგი როგორი იქნება, მაგრამ კიდევ ბევრს დაადებენ ბორკილებს.

 

- შეიძლება ინფორმაციამ გამოჟონა და დაასწრეს ამ დაკავებებს, რომ მერე უფრო მეტი სალაპარაკო მიეცეთ?


- შეიძლება, გასაკვირი რა იქნება. აქ ერთი საინტერესო დეტალია, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას: ჩვენ რომ ავიღოთ ბოლო ერთი წლის პერიოდი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მუდმივად მიდის „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ რიგით ადამიანებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, 1 პროცენტსაც კი ვერ მივიღებთ. ხალხს უკვე ეჭვი უჩნდება, ხომ არ გვაქვს საქმე მოსყიდვასთან და გარიგებასთან? რატომ გამოაქვთ ამდენი გამამართლებელი განაჩენი „ნაციონალების" საქმეებზე? მაშინ ან პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი, ან კიდევ მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეისწავლონ. ესე იგი, „ნაციონალების" საქმეებზე პროკურორები და მოსამართლეები ვერ ქაჩავენ, კომპეტენცია არ ჰყოფნით და სხვა საკითხებს კარგად იხილავენ? თუ ვიღაცამ ჟანგიანი ტაშტი მოიპარა, ამას კარგად იძიებენ? პირიქით, „ნაცების" გადარჩენა ხდება პოლიტიკური ნიშნით. სანამ ნინო გვენეტაძის პოლიტიკა პირველი ინსტანციის მოსამართლეებამდე დავა, მაგათი არც ერთი საქმე აღარ დარჩება გადაწყვეტილების გარეშე და უახლოეს ხანში ყველა იქნება გარეთ.


- მიხეილ სააკაშვილს უთქვამს თავისი ხელქვეითებისთვის, გიგი უგულავა გამოათრიეთ ციხიდან, თორემ ყველაფერს დაფქვავსო. შეუძლიათ, რომ მართლა გამოათრიონ?


- საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ახალი ბრალი რომ არ წარედგინათ და არ შეეფარდებინათ ხელახალი პატიმრობა, ფაქტობრივად, გარეთ იყო. ბიჭო, წინ 9 თვე გქონდა, ამდენი ხანი რა ვერ გამოიძიე? აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს არაფერს, იქ არის იურიდიული სამსახური, სპეციალური დეპარტამენტი და ამ ევროპელებს უნდა დაეგზავნოთ დასაბუთებული ფაქტები. მიმართვებია საჭირო იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელების მისამართით, რომ მათი დეპუტატები ასეთ ტენდენციურ განცხადებებს აკეთებენ. სწორედ მათ განცხადებებში შეინიშნება ზეწოლა ქართულ სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე. იქით უნდა ამხილო ეს ადამიანები, ამის საფუძველი გაქვს და არ იყენებ. მოიშველიე ჩემ მიერ ჰააგაში გაგზავნილი სარჩელი, დოკუმენტური მასალა არსებობს, ფილმები არსებობს და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, ან პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, ან კიდევ უშიშროების სამსახურმა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? უკვე გაგიჟდა ხალხი, დღე არ გავა, სასამართლოში `ნაციონალების~ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანონ.


- კი, ბატონო, ამ მრჩეველმა პროკურორებმა კი დადეს რეკომენდაცია, გააგრძელეთო, მაგრამ გააგრძელებენ?


- არ ვიცი... სჯობს, არ გააგრძელონ, სულ გამამართლებელი განაჩენები გამოდის, ხალხს მაინც ნუ აღიზიანებენ, თქვან: მიმდინარეობს გამოძიება. არადა, ვადები იწურება. ახლა კიდევ უნდა ვთქვა, პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი რომ შექმნეს, აქ უკვე გაჩნდა ორი პრობლემა: პირველი - ამაზე ადრეც გითხარი, ხალხს ეკითხებიან, „ნაციონალებმა" რომ ქონება წაგართვეს, ის ქონება თქვენ საიდან გქონდათო, მეორე - ყველა საქმე, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო შეტანილი პროკურატურაში, ხელახლა უნდა შევიდეს ამ დეპარტამენტში. ახლა ამობენ: შემოიტანეთ განცხადებები, რეაგირება იქნება.


- რაც შეტანილი იყო, ის სად წაიღეს?


- არ ვიცი, თავიდან შემოიტანეთო, ესე იგი, თავიდან უნდა დახარჯონ თანხები და რესურსი, თავიდან უნდა შეისწავლონ. მე სადღაც 30 საქმეზე ხელახლა უნდა შევიტანო განცხადება. რაც იყო, ის აღარ ითვლება. ვზივარ ახლა, ვეძებ ძველ დოკუმენტებს. თან უნდა მივუთითოთ, ამა და ამ პერიოდში შემოტანილი მქონდაო, თორემ ვერ განვიხილავთო, არ მივიღებთო. რას ჰქვია, არ მიიღებ? კარგი, ქსეროასლები არსებობს და საქმეს აღადგენ, მაგრამ წინა საქმის ჩაბარების ქვითარსაც კი ითხოვენ. თუ ასე გააგრძელეს, 2200 წელს აუცილებლად დაამთავრებენ. არა, რა, ამისთვის 10-კაციანი დეპარტამენტის შექმნა რა იყო, როგორ გგონიათ, რაც ვერ გააკეთა 2 წლის განმავლობაში 8 ათასმა კაცმა, ახლა გააკეთებს 10 კაცი? არ ვიცი, ამ ყველაფრის უკან რა ხდება და რას ფიქრობენ, ვერ გამიგია. ვიმეორებ - ყველაფერს იწყებენ თავიდან, მივდივარ და ვწერ: ჩემო იმანო, ადრე რომ განცხადება ჩაგაბარე, ახლა შემომაქვს თავიდან და გთხოვთ, გამოიძიოთ. უკაცრავად, მაშინ რომ შევიტანე და არ გამოიძიეს, ან საერთოდ დაკარგეს თუ გადააგდეს საქმე, სამსახურებრივ გულგრილობაში ხომ არ ითვლება და კანონით ხომ არ ისჯება? გამოდის, მთელი ორი წელი დრო, ფული და ენერგია ტყუილად დაიკარგა. რაც მთავარია, საქმე გვაქვს დანაშაულთან.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016